პრემიერ ლიგის მე-17 ტურის მატჩის პრევიუ.
[b]
"ვესტ ბრომვიჩი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
[/b]
[b]
სტადიონი:[/b] "ჰოთორნსი", ვესტ ბრომვიჩი
[b]მონაცემი:[/b] ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-17 ტური
[b]თარიღი: [/b]შაბათი, 17 დეკემბერი, 2016 წელი
[b]მთავარი მსაჯი:[/b] ენტონი ტეილორი
[b]მატჩის დასაწყისი:[/b] 21:30, (ჩვენი დროით)
[/b]
[b]"ვესტ ბრომვიჩი"[/b]
ტრავმირებულები: [b]ბერაჰინო[/b]
დისკვალიფიკაცია: [b]არავინ[/b]
კითხვისნიშნისქვეშ: [b]ჯ. ევანსი, მაიჰილი[/b]
განაცხადი: [b]Foster, Myhill, Palmer, Nyom, Dawson, Olsson, Evans, McAuley, Brunt, Galloway, Fletcher, Yacob, Gardner, McClean, Field, Chadli, Rondon, Leko, Robson-Kanu.[/b]
საეჭვოა თავისი ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ჯონი ევანსის თამაში, რომელსაც კუნთოვანი ტრავმა აწუხებს. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გუნდს უბრუნდება კრეიგ პოუსონი. საიდო ბერაჰინო საფრანგეთში მკურნალობდა და გუნდთან ერთად ვარჯიშებს დაუბრუნდა, მაგრამ საჭირო ფიზიკური კონდიციები არ აღუდგენია.
[b]"მანჩესტერ იუნაიტედი"[/b]
ტრავმირებულები: [b]მხითარიანი, ბაიი, შოუ[/b]
დისკვალიფიკაცია: [b]არავინ[/b]
კითხვისნიშნისქვეშ: [b]სმოლინგი.[/b]
განაცხადი: [b]De Gea, Romero, Johnstone, Valencia, Fosu-Mensah, Jones, Smalling, Rojo, Darmian, Blind, Young, Fellaini, Carrick, Herrera, Schweinsteiger, Pogba, Lingard, Mata, Martial, Rashford, Rooney, Ibrahimovic[/b]
თითქმის ორთვიანი უქმობის შემდეგ გუნდში ბრუნდება კრის სმოლინგი, რომელსაც 23 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. დისკვალიფიკაცია მოიხადა ანტონიო ვალენსიამაც და ისიც უბრუნდება თანაგუნდელებს. ლაზარეთში კი ლუკ შოუ, ერიკ ბაიი და ჰენრიხ მხითარიანი რჩებიან.
[b]"ვესტ ბრომვიჩი"[/b]
[b]მე-6 ადგილი, 23 ქულა[/b]
[b]უკანასკნელი 5 შეხვედრა:[/b] მ-ფ-მ-წ-მ
"ვესტ ბრომვიჩმა" პრემიერ ლიგის ბოლო ექვს მატჩში მხოლოდ 1 წააგო.
კლუბს პრემიერ ლიგაში პირადი რეკორდის გამეორების საშუალება აქვს, რაც ზედიზედ 4 საშინაო გამარჯვების მოპოვებაში მდგომარეობს.
"შაშვებმა" 9 ბურთი გაიტანეს თავით, "მეორე სართულიდან" ამდენივე გატანილი გოლი მხოლოდ "კრისტალ პალასს" აქვს.
ტონი პულისს შეუძლია მეოთხე მწვრთნელი გახდეს პარდიუს, ჰიუზისა და გვარდიოლას შემდეგ, რომელმაც ჩემპიონატში მოურინიოს ორზე მეტი მატჩი მოუგო.
[b]"მანჩესტერ იუნაიტედი"[/b]
[b]მე-6 ადგილი, 27 ქულა[/b]
[b]უკანასკნელი 5 შეხვედრა:[/b] ფ-ფ-ფ-მ-მ
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ბოლო 7 მატჩში არ დამარცხებულა (3 მოგება, 4 ფრე), ბოლო 11 მატჩში კი მხოლოდ ერთი წააგო (4 მოგება, 6 ფრე, 1 წაგება).
ჟოზე მოურინიოს გუნდს აგვისტოს შემდეგ პირველად ეძლევა პრემიერ ლიგაში ზედიზედ სამი მატჩის მოგების შანსი.
დამარცხების შემთხვევაში "იუნაიტედს" 27 ქულა დარჩება 17 ტურში, რაც პრემიერ ლიგაში ამ ეტაპზე დაგროვილი ყველაზე ცოტა ქულების გამეორება იქნება. ასეთი რამ 1992/93 და 2001/02 წლების სეზონებში მოხდა.
"ჰოთორნსზე" გატანილი მომდევნო გოლი მე-100 იქნება, რომელსაც "იუნაიტედი" "ვესტ ბრომს" პრემიერ ლიგაში გასვლაზე გაუტანს.
[b]მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები[/b]
[b]"ვესტ ბრომვიჩი"[/b]
[b]წამყვანი ბომბარდირები:[/b] რონდონი - 7 გოლი (7 ლიგაში)
სოლომონ რონდომა პრემიერ ლიგის გასული სეზონის დასაწყისიდან დღემდე 16 გოლი გაიტანა - 11-ით მეტი, ვიდრე ნებისმიერმა მისმა თანაგუნდელმა.
თუკი მოედანზე ბენ ფოსტერი, ჯონი ევანსი და დარენ ფლეთჩერი გავლენ, თავიანთი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებენ.
[b]"მანჩესტერ იუნაიტედი"[/b]
[b]წამყვანი ბომბარდირები:[/b]
იბრაჰიმოვიჩი - 14 გოლი (9 ლიგაში)უეინ რუნიმ 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში.
რუნიმ კიდევ ერთი გოლი უნდა გაიტანოს პრემიერ ლიგის გასვლით მატჩში, რათა ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს მეტოქის მოედანზე გატანილი ბურთების მიხედვით. ამჟამად იგი ამ მაჩვენებლით ალან შირერთან პირველ ადგილს იყოფს (87 გოლი).
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 1 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.
"იუნაიტედის" რიგებში ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში რუნიმ 179 გოლი გაიტანა. საკლუბო ბომბარდირებს შორის მსგავსი უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ჯეკ როულის (182) და ბობი ჩარლტონს (199) აქვთ.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის 9 გოლმა "იუნაიტედს" მიმდინარე სეზონში 8 ქულა მოუტანა. ყველა სხვა დანარჩენი ფეხბურთელების მიერ გატანილს გოლებს კი კლუბისთვის ორ ქულაზე მეტი არცერთ შემთხვევაში არ მოუტანია.
2011/2012 წლების სეზონის დასაწყისიდან დღემდე ზლატანმ 150 გოლი გაიტანა 169 მატჩში. მას 99 მატჩში აქვს გატანილი ბურთი, რაც მატჩების 59%-ს შეადგენს.
[b]ურთიერთშეხვედრები
[/b]გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა ტურნირზე 128-ჯერ დაუპირისპირდნენ. "ვესტ ბრომმა" 43 შეხვედრა მოიგო, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 54, ხოლო 31 მატჩი ფრედ დასრულდა.
"ვესტ ბრომმა" "იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 3 მოუგო, წინა 18 შეხვედრაში კი არცერთი გამარჯვება არ მოუპოვებია (3 ფრე, 15 წაგება).
თუმცა, "იუნაიტედმა" "ჰოთორნსზე" ბოლო 12 ვიზიტიდან 9 მოიგო, თავისი ერთადერთი მარცხი კი აქ მხოლოდ გასულ სეზონში განიცადა.
"ვესტ ბრომი" 1980 წლის შემდეგ ვერ ახერხებს "იუნაიტედის" ზედიზედ ორჯერ დამარცხებას ინგლისის ჩემპიონატში.
"იუნაიტედთან" დაპირისპირებისას "ვესტ ბრომის" ფეხბურთელებს 4 წითელი ბარათი უჩვენეს - სხვა არცერთ მეტოქესთან დაპირისპირებისას არ გაუძევებიათ "შაშვების" ფეხბურთელები უფრო ხშირად.
ამ გუნდებს შორის ყველა უხვგოლიანი მატჩი "ჰოთორნსზე" 2013 წლის მაისში შედგა, როცა სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა მთავარი მწვრთნელის პოსტზე. შეხვედრა 5-5 დასრულდა.
[b]
სახლში და გასვლაზე
[/b]
"იუნაიტედის" [b]სტადიონი[/b]
[b]ლიგა:[/b] "ვესტ ბრომი" - 40 მოგება,
"იუნაიტედი" - 52 მოგება, ფრე - 28.
[b]პრემიერ-ლიგა[/b] "ვესტ ბრომი" - 3 მოგება,
"იუნაიტედი" - 13 მოგება, ფრე - 4.
[b]"ვესტ ბრომის" სტადიონი[/b]
[b]ლიგა:[/b] "ვესტ ბრომი" - 27 მოგება,
"იუნაიტედი" - 20 მოგება, ფრე - 13.
[b]პრემიერ-ლიგა:[/b] "ვესტ ბრომი" - 1 მოგება,
"იუნაიტედი" - 7 მოგება, ფრე - 2.
[b]გასული წლის ანალოგიური შეხვედრა[/b]
[b]"ვესტ ბრომვიჩი"[/b] 1-0
"მანჩესტერ იუნაიტედი"[b]
თარიღი: [/b] 6 მარტი, 2016 წელი
[b]
მსაჯი:[/b] მაიკ დინი
[b]გოლები[/b] [b]"ვესტ ბრომის" რიგებში:[/b] რონდონი 66'
[b]გაძევება[/b]
"იუნაიტედის" [b]რიგებში:[/b]
მატა 26'[b]
გუნდების შემადგენლობა
[/b]
[b]
მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
[/b]
[b]მსაჯთა ბრიგადა[/b]
მთავარმა მსაჯმა, ენტონი ტეილორმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩი განსაჯა, 63 ყვითელი და 3 წითელი ბარათი აჩვენა.
[b]გვერდითი მსაჯები:[/b] სტივენ ჩაილდი, იან ჰასინი
[b]სათადარიგო მსაჯი:[/b] პოლ ტირნი