თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2016, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1780,
კომენტარები: 9
მოურინიო: "იბრაჰიმოვიჩი ხელხეუშებელად იქცა"
შვედი ფეხბურთელი მოურინიოს გუნდის განუყოფელი ნაწილია.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მის გუნდში შეუცვლელ ფიგურად იქცა.

"ოლდ ტრაფორდზე" კარიერის დასაწყისში პორტუგალიელმა სპეციალისტმა ცხადყო, რომ მის გუნდში ხელშეუხებელი ფეხბურთელები არ არიან, მაგრამ მან უკვე შეიცვალა აზრი და ასეთად იბრაჰიმოვიჩი მიაჩნია, რომელმაც შესაძლო 26 მატჩიდან 24 ჩაატარა.

თუმცა მოურინიოს ესმის, რომ გარკვეულ მომენტში 35 წლის ფეხბურთელისთვის დასვენების საშუალების მიცემა მოუწევს, მანამდე კი "ვესტ ბრომვიჩთან" აუცილებლად ათამაშებს.

"შემიძლია თუ არა ვთქვა, რომ მისი დატოვება შემადგენლობის მიღმა შეუძლებელი გახდა? დიახ, ასეა.

სხვა პოზიციებზე შეგიძლია თავს გაუფრთხილდე და გამოცდილების ხარჯზე ითამაშო, მაგრამ თავდასხმაში ეს შეუძლებელია, იქ ვერ დაიმალები. ამ მხრივ ფენომენალურია. ხვალაც ითამაშებს, რის შემდეგაც ერთი კვირით დაისვენებს.

საერთოდ არ მიკვირს, რომ ამას ახერხებს, ვიცოდი მისი ფიზიკური შესაძლებელობები, მაგრამ ნათელია, რომ ისიც კი ვერ ჩაატარებს 60 მატჩს. უნდა დავასვენო. გარკვეულ მატჩში მისი შემადგენლობის მიღმა დატოვება მომიწევს.

"არსენალთან" მატჩში დისკვალიფიცირებული იყო და ამიტომ არ ითამაშა. ევროპა ლიგის ზოგიერთ მატჩში სათადარიგოთა სკამზე მოხვდა, ასევე "ნორთჰემპტონთანაც", ამიტომ ისევ ვეცდები მისთვის დასვენების საშუალების მიცემას.

მაგრამ თავდასხმაში ჩვენი მთავარი საყრდენია და მხოლოდ ის არის ასეთი. ჩვენი ნორმალური თამაშისთვის გვჭირდება",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: theguardian
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
17 დეკემბერი 2016 09:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
daasvene ibraka da runi caaxmare xolme.
1
№2
ავტორი: tedore
17 დეკემბერი 2016 09:57
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
იბრაკადაბრა უკვე ლეგენდაა გული მწყდება იმაზე რომ უფრო ადრე არ მოხვდა მანჩესტერში მაქსიმუმ კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს იმედია სანატრელ ლიგის თასს ჩვენთან ერთად აწევს
1
№3
ავტორი: stepno
17 დეკემბერი 2016 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love გენაცვალეე იბრაა

love გენაცვალეე იბრაა
0
№4
ავტორი: ROONEY-RUNI
17 დეკემბერი 2016 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
კი ბანდვილად ღირსია დასვენების და იმედია წინ რუნის გაუსჰვებს და იმედია დაგვანახებს რაც სჰეუდზლია :D
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
17 დეკემბერი 2016 12:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Dges unda gaitanos ))
0
№6
ავტორი: უეინ რუნი
17 დეკემბერი 2016 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ჩემი აზრით საუკეთესო ფორვარდიაა სუარესის დედაც სადაც ესაა სუარესი ცარიელ კარში ყრის გოლებს ესპანეთში და საუკეთესოაო იძახიან სუარესს მე პირადად ლევანდოვსსკიც მირჩევნია
1
№7
ავტორი: GeorgeBest
17 დეკემბერი 2016 15:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ასე არავინ უნდა იყოს თუმცა წინ ამის შემცვლელს ვერ ვხედავ
1
№8
ავტორი: giorgi_mg
17 დეკემბერი 2016 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რა ფეხბურთელი დავითრიეთ უფასოდ))))
1
№9
ავტორი: ikeoni
17 დეკემბერი 2016 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
ზლატანიშეეეე love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top