"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ანტონიო ვალენსიამ თავისი წარმატების მიღწევის საიდუმლოზე ისაუბრა, რამაც ბოლო თვეში მას საუკეთესო ფეხბურთელის სახელწოდება მოუპოვა.
ოქტომბერში "მანჩესტერ სიტისთან" მიღებული ტრავმის გამო ეკვადორელმა სამი შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ დაბრუნებისთანავე მალე აღიდგინა და ფორმა ნოემბერში "იუნაიტედის" საუკეთესო მოთამაშე გახდა. "ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობას ვუხდი მათ, ვინც ხმა მომცა. მაგრამ გარდა იმისა, რომ ჩემმა თამაშმა გამაბედნიერა, მაინც ვიგრძენი მწუხარება და შეშფოთება, რადგან ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ჩვენი თამაშიდან გამომდინარე დამსახურებულ ქულებს ვერ ვაგროვებდით. ეს ყველაფერი მლაშე სიტკბოს ჰგავს.
პირველ ყოვლისა და ყველაზე დიდ მადლობას ვუხდი ღმერთს, რომელიც სწრაფად გამოჯანმრთელებაში დამეხმარა. რა თქმა უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" სამედიცინო ჯგუფმაც დიდებული საქმე გააკეთა და ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. ასევე მადლობას ვუხდი მწვრთნელს, რომელიც მენდო და ასე მალე გამამწესა შემადგენლობაში. ასე რომ, ეს ყველა ფაქტორი ახდენდა გავლენას ჩემს გამოჯანმრთელებაზე. - განაცხადა ვალენსიამ.
ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე მაიკლ კერიკი და ზლატან იბრაჰიმოვიჩიც იყვნენ წარდგენილნი და ანტონიოს მიაჩნია, რომ პრიზი სამივე მათგანს თანაბრად ეკუთვნის. "ამ ორ ლეგენდას ძალიან კარგი სეზონი აქვს. ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა ამ თვეში სამი პრიზი რომ გაგვეცა, რადგან ისინიც ძალიან, ძალიან კარგები იყვნენ. სხვას ვერაფერს ვიტყვით. კერიკი და იბრა დიდებული მოთამაშეები არიან. ყველამ კარგად იცის, რა გააკეთეს და რას აკეთებენ კლუბისთვის. ამ თვეშიც კარგად ითამაშეს და კლუბში ყოფნის პერიოდში ყოველ თვეში კარგად თამაშობდნენ. როგორც უკვე ვთქვი, მათაც დაიმსახურეს მილოცვა".
"არსენალთან" მატჩის შემდეგ მაიკლ კერიკმა ეკვადორელი შეაქო და მას "საოცარი" უწოდა, რის შესახებაც ეკვადორელი აცხადებს: "პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა მაიკლს ასეთი სიტყვებისათვის. მახსენდება, როგორ გაუმჯობესდა ყველაფერი. ჩემს პირველ სეზონში მისტერ ვან გაალი უფრო ხშირად მათამაშებდა მარჯვენა მცველად, თავიდან ამ პოზიციაზე ერთ ან ორ შეცდომას ვუშვებდი და ამ შეცდომათა ზოგიერთი ნაწილი შესაძლოა, 100 პროცენტით კონცენტრაციის უქონლობის ბრალი იყო. ამიტომ, ერთ-ერთი, რაც გავაუმჯობესე, მუდმივად სრული კონცენტრაციის შენარჩუნება იყო. მაიკლმა ჩემი პოზიციური შეგრძნება განსაჯა და ბევრს ვმუშაობდი იმაზე, თუ სად უნდა ვყოფილიყავი გარკვეულ სიტუაციაში. ეს და ჩემი კონცენტრაციაა, რაზეც ვმუშაობდი".
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.