პოლ პოგბას თანაგუნდელმა ანდერ ერერამ "კრისტალ პალასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "თამაშის შემცვლელი" უწოდა.
ფრანგმა ნახევარმცველმა "სელჰერსტ პაკრზე" გამართულ შეხვედრაში გახსნა ანგარიში და მოგვიანებით საგოლე გადაცემაც გააკეთა, რის ხარჯზეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ბასკმა პარტნიორმა კი მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. "როცა უმაღლესი კლასის მოთამაშეები გყავს, ამის გაკეთება შესაძლებელია. სულაც არ სჭირდებათ საუკეთესო თამაშის ჩვენება მატჩის ბედის გადასაწყვეტად. ჩვენ გვყავს პოლი, უეინი, ხუანი, ზლატანი, მარსიალი - თითოეული მათგანი ტოპ მოთამაშეა და თამაშის გარდაქმნა შეუძლიათ.
ფეხბურთელთა შედარება არ მიყვარს. პოგბა პოგბაა და სხვა ნახევარმცველები სულ სხვანაირები არიან. დაუჯერებელი დარტყმა აქვს, თავით კარგად თამაშობს, კომბინირებს და ქმნის. პოლი არის უმაღლესი დონის მოთამაშე, რომელიც სხვაობას ქმნის. მატჩს ერთ წამში ცვლის.
იღბლიანები ვართ, რომ პოლი გვყავს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ახლა კარგი პერიოდი გვაქვს და გვჯერა, რომ მატჩებში გამარჯვებას ვიმსახურებთ, რადგან ბევრს ვშრომობთ", - განაცხადა ერერამ.