თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2581,
კომენტარები: 16
ანჩელოტი: "იუნაიტედის" მფლობელებს ფული უფრო აინტერესებს"
იტალიელი სპეციალისტი გლეიზერებს ფინანსური ინტერესისადმი მიდრეკილებაში ადანაშაულებს.
ანჩელოტი:
"ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" მფლობელებს ფინანსური მხარე უფრო აინტერესებთ, ვიდრე გუნდის წარმატება.

მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელმა "სტემფორდ ბრიჯზე" ორი სეზონი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში დუბლის მოგება მოახერხა.

მისი ამჟამინდელი გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში სწორედ "ჩელსის" კონკურენტ "არსენალს" ხვდება.

მიუხედავად პრემიერ ლიგის მოგებისა, ანჩელოტი "ჩელსიდან" მაინც დაითხოვეს და მას მიაჩნია, რომ "ჩელსისგან" განსხვავებით, "იუნაიტედისა" და "არსენალის" მფლობელებს მწვრთნელის მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნება სურთ.

"ძალიან გამიმართლა, რომ მადრიდის "რეალის" მწვრთნელი გავხდი, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტეს. ეს სამსახურის შემცველი ნაწილია.

დიდ კლუბში ძალიან რთულია დიდხანს დარჩენა, რადგან დიდი მოლოდინი აქვთ. "რეალის" ისტორია და მისწრაფებები ნიშნავს, რომ თუკი მწვრთნელი ტიტულს ვერ იგებს, ცვლილება ხდება. ამას პატივი უნდა სცე.

მართალია, "მანჩესტერ იუნაიტედში" ფერგიუსონი დიდხანს დარჩა და ახლა ვენგერი რჩება "არსენალში", მაგრამ ეს სხვა შემთხვევებია, რამეთუ მათი მფლობელები ამერიკელები არიან და უფრო მეტად ფინანსური ასპექტი აინტერესებთ, ვიდრე მწვრთნელის ვინაობა",
- განაცხადა იტალიელმა.

წყარო: metro
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
16 დეკემბერი 2016 13:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ანუ რეალს ფული არ აინტერესებს ხო? love
0
№2
ავტორი: RojoDiablo
16 დეკემბერი 2016 13:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სულ იმის გამო დაიტოვეს ფერგი, რომ ფულის დაზოგვა უნდოდათ areyoukiddingme

ისე, ანჩელოტი, შეგახსენებ, რა თანხები იხარჯება "იუნაიტედში" ბოლო სატრანსფერო ფანჯრებზე და როგორი ხელფასები აქვთ ჩვენს ფეხბურთელებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 დეკემბერი 2016 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ატრაკებ ეხლა პაპა კარლო smile
0
№4
ავტორი: Lalana
16 დეკემბერი 2016 13:45
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ამას მისცეს ვინმემ ჩვენი ბოლო სამი წლის სატრანსფერო დანახარჯის სია თორემ ჩამორჩა დროს.ან რა შუაშია ფერგიუსონის ამდენწლიანი მუშაობა ფულთან?სულაც არ იყვნენ გლეიზერები,მაგრამ მაქამდეც რამდენი ხნის განმავლობაშიც მუშაობდა ფერგი ამ თანამდებობაზე კარგად ვიცით,პირველ რიგში შედეგის გამო და მეორე რიგში ავტორიტეტის გამო ვერც მოხსნიდნენ,ან შეადარა არსენა და ფერგიუსონი ერთმანეთს.არსენალი მართლაც გადის მაგ შემთხვევებთან,მაგრამ მანჩესტერზე ნამდვილად არ ითქმის ეგ.
1
№5
ავტორი: shotkin
16 დეკემბერი 2016 13:49
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
რაღაც აეწვა ამას და ვერ ვხვდები რატომ :/ საერთოდ რაშუაში ავრთ ჩვენ ვერმივხვდი. ამერიკელებზე თუ ეგეთი სეხედულება აქვს ეგ სხვასაქმეა მარა მანიუ დიად კლუბთან ერთად გიგანტი ბრენდი რომაა ეგეც მართალია და ამაში ცუდი არაფერია პირიქით, ეტყობა სხვანაირად უნდოდა სხვარამის თქმა და სხვანაირად გამოუვიდა:D ვისარმოსვლია პაპა კარლო მარა მიხედე შენ ბავარიას გირჩევნია აქეთ სხვებზე ლაპარაკს
0
№6
ავტორი: stepno
16 დეკემბერი 2016 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
შიგხოარ გაქ? belay
0
№7
ავტორი: DRJBECKHAM
16 დეკემბერი 2016 14:17
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: RojoDiablo
სულ იმის გამო დაიტოვეს ფერგი, რომ ფულის დაზოგვა უნდოდათ areyoukiddingme

ისე, ანჩელოტი, შეგახსენებ, რა თანხები იხარჯება "იუნაიტედში" ბოლო სატრანსფერო ფანჯრებზე და როგორი ხელფასები აქვთ ჩვენს ფეხბურთელებს

ეგ იმას უფრო გავს რო პანიკაში ვართ
))))
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
16 დეკემბერი 2016 14:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
თავიდან სწორად ილაპარაკა მერე აურია wink
0
№9
ავტორი: mogeba
16 დეკემბერი 2016 14:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
shen saqmes mixedo jobia xo
0
№10
ავტორი: MANCHESTER UNITE
16 დეკემბერი 2016 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
მესმის ამისა მე. სიბერემ მაინც თაბისი ქნა manutd
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top