"ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" მფლობელებს ფინანსური მხარე უფრო აინტერესებთ, ვიდრე გუნდის წარმატება.
მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელმა "სტემფორდ ბრიჯზე" ორი სეზონი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში დუბლის მოგება მოახერხა.
მისი ამჟამინდელი გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში სწორედ "ჩელსის" კონკურენტ "არსენალს" ხვდება.
მიუხედავად პრემიერ ლიგის მოგებისა, ანჩელოტი "ჩელსიდან" მაინც დაითხოვეს და მას მიაჩნია, რომ "ჩელსისგან" განსხვავებით, "იუნაიტედისა" და "არსენალის" მფლობელებს მწვრთნელის მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნება სურთ.
"ძალიან გამიმართლა, რომ მადრიდის "რეალის" მწვრთნელი გავხდი, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტეს. ეს სამსახურის შემცველი ნაწილია.
დიდ კლუბში ძალიან რთულია დიდხანს დარჩენა, რადგან დიდი მოლოდინი აქვთ. "რეალის" ისტორია და მისწრაფებები ნიშნავს, რომ თუკი მწვრთნელი ტიტულს ვერ იგებს, ცვლილება ხდება. ამას პატივი უნდა სცე.
მართალია, "მანჩესტერ იუნაიტედში" ფერგიუსონი დიდხანს დარჩა და ახლა ვენგერი რჩება "არსენალში", მაგრამ ეს სხვა შემთხვევებია, რამეთუ მათი მფლობელები ამერიკელები არიან და უფრო მეტად ფინანსური ასპექტი აინტერესებთ, ვიდრე მწვრთნელის ვინაობა", - განაცხადა იტალიელმა.