"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ ხუან მატას მიაჩნია, რომ ჰენრიხ მხითარიანი ძირითად შემადგენლობაში მას ადგილს არ ეცილება და ჟოზე მოურინიოს ორივე მათგანის ერთდოულად გამოყენება შეუძლია.
28 წლის ესპანელი "კრისტალ პალასთან" მატჩში სწორედ ტრავმირებული მხითარიანის ნაცვლად გამოვიდა.
სომეხმა ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული პირველი სამი თვის განმავლობაში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა და მატა მიიჩნევს, რომ გუნდში მისთვისაც და ჰენრიხისთვისაც მოიძებნება ადგილი.
"არა მგონია, მხითარიანი იყოს ჩემი კონკურენტი. ჩვენ სხვადასხვა სტილის ფეხბურთელები ვართ და ერთად თამაში შეგვიძლია. მეორეს მხრივ კი ეს თამაშზეა დამოკიდებული, რადგან მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, რა არის გუნდისთვის უკეთესი.
მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელები ვართ და მისი ბოლო დროინდელი თამაშით ბედნიერი ვარ, რადგან კარგი ბიჭია და ამას იმსახურებს", - განაცხადა ესპანელმა.