"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ერიკ ბაიიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ "კრისტალ პალასთან" მიღებული ტრავმა სერიოზული არ არის და მოედანზე მალე დაბრუნდება.
აფრიკელმა ფეხბურთელმა ლონდონში გამართულ მატჩში მარცხენა მუხლი დაიზიანა ამის გამო "ვესტ ბრომთან" მატჩს გამოტოვებს, მაგრამ "იუნაიტედში" იმედოვნებენ, რომ "ბოქსინგ დეიზე" დაბრუნებას შეძლებს.
ბაიიმ თვითერზე დაწერა: "მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩემი ტრავმა ძალიან სერიოზული არ არის. იმედი მაქვს, ჩემი გუნდის დახმარებას მალე შევძლებ! გმადლობთ მხარდაჭერისთვის!"