პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელს არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია სასტარტო შემადგენლობაში და მიიჩნევა, რომ სიტუაციის გამოსწორების ერთადერთ საშუალებად კლუბის გამოცვლა ესახება.
ჰოლანდიელს უკავშირებენ ისეთ გუნდებს, როგორებიც "რომა", "ვოლფსბურგი" და "ნიცა" არიან, მაგრამ მისი გადაბირების უმთავრეს პრეტენდენტად "ევერტონი" ითვლება, რომლის მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს უკვე აქვს ნამუშევარი ახალგაზრდა თანემემამულესთან, როცა ორივე მათგანი პსვ-ში მუშაობდა და თამაშობდა და შესაბამისად.
Liverpool Echo კი ამტკიცებს, რომ მემფისისთვის ბრძოლაში მაურისიო პოჩეტინოს გუნდიც ჩაერთო და ლივერპულელ მეტოქეს კიდევ ერთხელ გაუწევს კონკურენციას.
წინა ასეთი დავა კლუბებს შორის, "დეზების" გამარჯვებით დასრულდა, როცა ამ უკანასკნელებმა მუსა სისოკო შეიძინეს.