თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2016, 17:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1789,
კომენტარები: 5
კერიკი: "ზლატანის გოლი განსაკუთრებულია"
მაიკლ კერიკი თავისი მრავალწლიანი გამოცდილების ხარჯზე მიღებულ ემოციებს იხსენებს.
კერიკი:
მაიკლ კერიკს მიაჩნია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" დიდებულ მომენტად შეიძლება იქცეს.

პოლ პოგბას მიერ "სელჰერსტ პარკზე" ანგარიშის გახსნის შემდეგ "კრისტალ პალასმა" წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინა, მაგრამ იბრაჰიმოვიჩმა მატჩის მიწურულს თავისი მე-14 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში და "წითლებს" სამი ქულა მოუპოვა.

კერიკს, რომელიც თავის მე-11 სეზონს ატარებს "იუნაიტედში", თავისი გამოცდილების ფონზე აღარ აკვირვებს მატჩის ბოლო წუთებზე გატანილი გამარჯვების გოლი და ამას მატჩის უკეთეს ემოციადაც მიიჩნევს.

"ძალიან კარგი გრძნობა და მატჩის მოგების საუკეთესო საშუალებაა. ემოცია, რომელსაც მატჩის მიწურულს გატანილი გოლისგან იღებ, განსაკუთრებულია და რაღაც უფრო მეტს ნიშნავს. სასიამოვნო იყო და ვისიამოვნეთ კიდეც.

დამსახურებულად გავიმარჯვეთ. არ ვამბობ, რომ ჩვენი საუკეთესო შეხვედრა იყო, მაგრამ მატჩის უმეტეს ნაწილს ჩვენ ვაკონტროლებდით. პირველ ტაიმში რამდენიმე შანსი შევქმენით, შემდეგ კი მატჩის მოკვლას ვაპირებდით, რათა საქმე უფრო იოლი ყოფილიყო. მაგრამ მათ შანსი გამოიყენეს და გაგვიტანეს.

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ გამარჯვება შეგვეძლო; ხანდახან ეს გრძნობა გაქვს. ზეწოლას ვახდენდით და ვგრძნობდით, რომ მოდიოდა. პოლმა დიდებული პასი გააკეთა და იბრამ დიდებულად შეასრულა. მატჩი მოვიგეთ".


რაც შეეხება თავად მატჩის მნიშვნელობას, კერიკს მიაჩნია, რომ სეზონზე ამან დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს: "ასეთი გამარჯვება დიდი მომენტია, არა მარტო მატჩში, არამედ სეზონშიც. თავს უკეთ გრძნობ და მომდევნო მატჩშსაც უკეთესი შეგრძნებით ხვდები.

არ გვინდა, ძალიან წინ დავაყენოთ ჩვენი თავი, რადგან ძალიან სახიფათოა, მაგრამ კვირების განმავლობაში ვამბობდით, რომ სიტუაცია გამოსწორების პირას იყო. მაგრამ შედეგს ვერ ვაღწევდით და ეს არ ჩანდა. ბოლო კვირა კი კარგი გამოდგა.

ყოველ წელს ამას ვამბობთ: ეს პერიოდი, როცა ბევრი მატჩი გვაქვს, დიდი პერიოდია და თუკი შობის პერიოდს კარგად ასრულებ, საკუთარ თავს რეალურ შანსს აძლევ. სეზონს იმაზე უკეთ თუ დავასრულებთ, ვიდრე დავიწყეთ, მაღალ პოზიციაზე გასვლის შანსიც გვექნება".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
15 დეკემბერი 2016 19:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
შანსები, რა თქმა უნდა, გვაქვს. შობის პერიოდი ბევრი გუნდისთვის გადამწყვეტია და შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. მთვარია სტაბილურობა შევინარჩუნოდ და ყველაფერი თავისით დალაგდება. მნიშვნელოვანი 3 ქული იყო და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომდევნო მატჩი. ვესტ ბრომვიჩთან ყოველთვის გვიჭირს, საკმაოდ უხერხული მეტოქეა მითუმეტეს გასვლითი მატჩი გვაქვს და ყველაფერი უნდა გააკეთონ 3 ქულის წამოსაღებად. კერიკი უბრალოდ კლასია love love
0
№2
ავტორი: GeorgeBest
15 დეკემბერი 2016 21:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბოლო დროს გვენატრება ეგ ემოცია მატჩის მიწურულს გოლის გატანას რო მოაქვს
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 დეკემბერი 2016 21:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
უესტ ბრომთან გასვლაზე თამაში რთულია მარა უნდა მოიგონ თორე ოთხეულში შესვლიდ შანსები შემცირდება
0
№4
ავტორი: ikeoni
15 დეკემბერი 2016 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Kerik bromvichic unda mivayolot ra ❤️
0
№5
ავტორი: stepno
16 დეკემბერი 2016 02:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Stabilurobaa ar davkargoot
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top