თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2016, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1572,
კომენტარები: 8
ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადეს
"იუნაიტედის" ფეხბურთელები გულშემატკივართა მადლიერები არიან.
ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადეს
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და მაიკლ კერიკმა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს, რომლებიც "კრისტალ პალასთან" გასვლით მატჩში გუნდს მხარს უჭერდნენ, მადლობა გადაუხადეს.

სამხრეთ ინგლისში მატარებელთან დაკავშირებული პრობლემების გამო მხარდამჭერებს "სელჰერსტ პარკზე" მისვლა სამანქანო გზით მოუწიათ, რაც ლონდონში არსებული საცობის გადალახვას მოიაზრებს.

გულშემატკივართა ასეთი ერთგულება გუნდმა გამარჯვებით დააჯილდოვა. ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა კი მატჩის შემდგომ მათ მადლობა გადაუხადეს.

იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, განაცხადა: "ეს გულშემატკივრები ფანტასტიკურები არიან. ჩვენს პრობლემებს შორის ეს ყველაზე მცირეა. განებრივრებულები ვართ.

ფანტასტიკური ხალხი, ფანტასტიკური გულშემატკივრები გვყავს, ყოველთვის მხარში გვიდგანან, ყოველთვის გვექომაგებიან რთულ და კარგ მომენტებში. ჩვენ ჩვენი მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობთ. ისინი მოტივაციას გმატებენ, ადრენალინს გაძლევენ და დამატებით ძალას, როცა ძალიან დაღლილი და გასავათებული ხარ".


თავის მხრივ კომენტარი გააკეთა კერიკმაც: "შუა კვირაში გულშემატკივართა აქ ჩამოსვლა საოცარია. მატჩის მიწურულს გატანილი გამარვების გოლით მათი სახლში გაშვება კი ერთი ორად ძვირფასს ხდის. მათი მადლიერების ბევრი მიზეზი გვაქვს, მთელი საღამო მხარში გვიდგანან, როგორც ყოველთვის და სახლში რაღაცით მაინც გავუშვით, რაც სასიამოვნოა".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
15 დეკემბერი 2016 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Dzalian magari gulshematkivari yavs chvens gunds dzalian magari ❤️
1
№2
ავტორი: gache1991
15 დეკემბერი 2016 15:16
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეჰ როდის იქნება რო ამ მადლობას საკუთარ თავზე მივიღებ :)))) ლონდონის გარეუბნიდან კი არა თბილისად ჩავიდოდი ფეხით სიამოვნებით:))კერიკი რა კაცია 11 თამაში 9 მოგება 2 ფრე 0 წაგება როცა ძირითადში იწყებს :))გუნდი ამ კაცის გარშემო დგას..
3
№3
ავტორი: RED_manchester
15 დეკემბერი 2016 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
ციტატა: ikeoni
Dzalian magari gulshematkivari yavs chvens gunds dzalian magari ❤️

მსოფლიოში N1 manunited
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
15 დეკემბერი 2016 15:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გულშემატკივარ მართლა საოცარი ყავს გუნდს

გულშემატკივარ მართლა საოცარი ყავს გუნდს
0
№5
ავტორი: LASHQARA
15 დეკემბერი 2016 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
არ ააქვთ უფლება ფეხბურთელებს რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს იმედები გაუცრუონ და არ უნდა დამრჩეს მე გულშემატკივარს იმის შეგრძნება რო ვიღაც ბოლომდე არ დაიხარჯა და მაგიტომ წავაგეთ, წავაგოთ, მაგრამ ღირსეულად ბრძოლაში და არა დანებებით love am
0
№6
ავტორი: Gigo
15 დეკემბერი 2016 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
მიდით მგლებოოოოოოოო
0
№7
ავტორი: GeorgeBest
15 დეკემბერი 2016 21:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გულშემატკივრები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან
0
№8
ავტორი: hemi
16 დეკემბერი 2016 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
4 წელია გვტანჯავთ მარა მაინც ბოლომდე გქომაგობთ, ასე რა თუ გუნდი გიყვარს ბოლომდე უნდა ედგე გვერდით, ეგრე არსენალის და ლივერპულის ბალეშიკებმა რა თქვან ვაფშე. ჰოდა ამ ხალხის თAვდადება, რომელიც ყოველ მატჩზე დადის თქვენს გასამხნევებლად არ უნდა დაივიწყოთ და ისე უნდა ითამაშოთ როგორც საჭიროა ბოლომდე, თავდაუზოგავად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top