თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2016, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2182,
კომენტარები: 9
მოურინიო: "ფრეები უკვე დამავიწყდა"
ჟოზე მოურინიო ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებებით კმაყოფილია.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი მოხარულია, რომ მისმა გუნდმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა და აცხადებს, რომ წინა წარუმატებლობები უკვე დაავიწყდა.

აგვისტოს შემდეგ "წითლებმა" პირველად მოახერხეს ზედიზედ ორ მატჩში სამ-სამი ქულის მოპოვება, რაც ლონდონის ორ სხვადასხვა გუნდთან მოახერხეს.

"ორი დიდი გამარჯვებაა, რადგან ორი გამარჯვება ექვს ფრეს უდრის. ხუთ მატჩში იგებ ორს და აგებ სამს, ქულების მხრივ კი ეს უკეთესია, ვიდრე ხუთი ფრე.

რეალობა კი ის არის, რომ ფრეები დამავიწყდა და ჩემს თამაშზე ვარ კონცენტრირებული, თამაში კი დიდი ხანია ძალიან კარგია, დიდი ხანია. ასე რომ, ფეხბურთელები იმსახურებენ ამ ორ ბედნიერებას სახლში და გასვლაზე.

მაგრამ ახლა მოდის "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი", ძალიან რთული მატჩი, შემდეგ "სანდერლენდი" გვყავს, "მიდლსბრო", გუნდები, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ ქულები გადარჩენისათვის".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
15 დეკემბერი 2016 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დარწმუნებული ვარ მაგ სამივე გუნდს გადაუვლით და მერე ვესთჰემსაც მივაყოლებთ 2 იანვარს და 4 თამაში 12 ქულა ძალიან მაგარი იქნებაა:))) ისე ჩელსის როდის დაეწყება ჩავარდნა ნეტაა იმედია მალე დაეწყება და დიდი ხნით :)))) ერთადერთი ამ გუნდებიდან ვესთბრომვიჩის მეშინია გასვლაზე რთული იქნება მათი დამარცხება იმედია მარსიალი და მხითო იქნებიან რაა :))))
2
№2
ავტორი: Gio_-O
15 დეკემბერი 2016 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
უეჭველი უნდა აიგონ 9/9 ქულა ამ თვეში
ალბიონთან რთული თამაში გვექნება მარა მჯერა ამ ბიჭების manunited
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 დეკემბერი 2016 14:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გუნდს გასვლაზე თამაში ძაან უჭირს, სახლში კიდე არაუშავს იგრძნობა რო ლამაზი, კომბინაციური და აგრესიული ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და გასვლაზე იმენა ვან გაალის მანჩესტერი ვართ, გუშინაც ასე იყო უბრალოდ ვან გაალს პოგბას და იბრას ნაირი შემსრულებელი არ ყავდა თორე სხვა რა განსხვავება იყო. ესაა გამოსასწორებელი და მერე დავემსგავსებით კონკურენტუნარიან გუნდს
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 დეკემბერი 2016 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მოგებების სერია უნდა გაგრძელდეს!!!
1
№5
ავტორი: ikeoni
15 დეკემბერი 2016 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11626
Im tesli pulisis gunds unda gavcdet ra rtuli tamashi gvelodeba
0
№6
ავტორი: gache1991
15 დეკემბერი 2016 15:13
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძაანაც ნუ გააგიტკბება ეხლა,ერთ მილიმეტრში იყო მორიგი ფრე :)) ბრომვიჩთან ძაალიან გაგვიწირდება,ძალიან უკან ჯდებიან ჩელსისთან უყურე,5 მცველი,ყველა მაღალი,სტანდარტულზე არავის შანსი არ აქ თითქმის..აუცილებლად უნდა დააყენოს მარსიალი და წნ მარტო იბრა არ დაუტოვოს 5 მცველს თორეე..ისე ფლეჩერმა და ევანსმა თავი რო არ გაიგიჟონ არ იქნებოდა ცუდი :))
0
№7
ავტორი: RojoDiablo
15 დეკემბერი 2016 15:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: SANDROGRIGA
გუნდს გასვლაზე თამაში ძაან უჭირს, სახლში კიდე არაუშავს იგრძნობა რო ლამაზი, კომბინაციური და აგრესიული ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და გასვლაზე იმენა ვან გაალის მანჩესტერი ვართ, გუშინაც ასე იყო უბრალოდ ვან გაალს პოგბას და იბრას ნაირი შემსრულებელი არ ყავდა თორე სხვა რა განსხვავება იყო. ესაა გამოსასწორებელი და მერე დავემსგავსებით კონკურენტუნარიან გუნდს

რაში ვგავართ ვან გაალის გუნდს? გუშინ ვერ ნახე, რა შემადგენლობა იყო? მოედანზე არცერთი სწრაფი ფეხბურთელი არ იყო. ფლანგებზე მატა და რუნი რომ გეყოლება, სწრაფ თამაშს ვერ ითამაშებ. ვან გაალის გუნდს არაფერში არ ჰგავს მოუს გუნდი, გაცილებით ლამაზ და რისკიან შეტევას თამაშობს, გაცილებით სწრაფი მოქმედებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: SANDROGRIGA
15 დეკემბერი 2016 15:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: SANDROGRIGA
გუნდს გასვლაზე თამაში ძაან უჭირს, სახლში კიდე არაუშავს იგრძნობა რო ლამაზი, კომბინაციური და აგრესიული ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და გასვლაზე იმენა ვან გაალის მანჩესტერი ვართ, გუშინაც ასე იყო უბრალოდ ვან გაალს პოგბას და იბრას ნაირი შემსრულებელი არ ყავდა თორე სხვა რა განსხვავება იყო. ესაა გამოსასწორებელი და მერე დავემსგავსებით კონკურენტუნარიან გუნდს

რაში ვგავართ ვან გაალის გუნდს? გუშინ ვერ ნახე, რა შემადგენლობა იყო? მოედანზე არცერთი სწრაფი ფეხბურთელი არ იყო. ფლანგებზე მატა და რუნი რომ გეყოლება, სწრაფ თამაშს ვერ ითამაშებ. ვან გაალის გუნდს არაფერში არ ჰგავს მოუს გუნდი, გაცილებით ლამაზ და რისკიან შეტევას თამაშობს, გაცილებით სწრაფი მოქმედებით

გასვლაზე თამაშები ვიგულისხმე, არამარტო გუშინდელი. გასაგებია რო ფლნგებზე სწრაფი ფეხბურთელი არცერთი არ იყო გუშინ, მაგრამ სახლში და გასვლაზე რო ცა და დედამიწაა გუნდი ამას მემგონი შეუიარაღებელი თვალით შემჩნევს ყველა. ძირეულად, რა თქმა უნდა, არ გავს, მაგრამ ვან გაალის აჩრდილი დაყვება გუნდს გასვლით თამაშებში
0
№9
ავტორი: levionok
15 დეკემბერი 2016 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
vest bromi ki araa xelwamosakravi metoqe,tumca tu gaqvs ambicia chempionobaze agarapers vambob da chempionta ligis zonashi shesvlas aseti kalibris gundebi uproblemod unda daamarcxo, grandebs vercerts ver mouget aset gunds tu ver mougeb aba vis vugebt?!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top