ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "კრისტალ პალასთან" მატჩში შეცვლაზე გასვლის შემდეგ უეინ რუნის გაბრაზების მიზეზი დაუნიშნავი პენალტი გახდა.
1-1 ანგარიშზე "არწივების" ნახევარმცველმა ჯო ლედლიმ საჯარიმოში ხელით ითამაშა, მაგრამ კრეიგ პოუსონმა პენალტი არ დანიშნა. რუნიმ მე-80 წუთზე მარკუს რეშფორდს დაუთმო მოედანზე ადგილი და მეოთხე არბიტრს საყვედურებით მიმართა, მოგვიანებით კი თავისი ბუცით სათადარიგოთა სამყოფელს თავს დაესხა.
მოურინიომ ახსნა, თუ რა იყო რუნის გაბრაზების მიზეზი.
"შესაძლო პენალტის გამო გაბრაზდა. მოედანზე მყოფ მსაჯს პრეტენზიით მიმართა, შემდეგ მეოთხე მსაჯსაც, ძალიან გაბრაზებული იყო, მაგრამ 1-1 ანგარიშზეც კი ვუთხარი: "დაივიწყე, მოდი, დაივიწყე".
ხელით თამაში არ დამინახავს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კარგი მსაჯი იყო. ერთ-ერთი ყველაზე კარგი ახალგაზრდა მსაჯია და მომწონს მისი ნამუშევარი. შეცდომას თუ უშვებს, მისთვისვეა ცუდი და ჩვენთვის, მაგრამ კარგი მსაჯია და მხარი უნდა დაუჭიროთ.
როგორც რობერტ მედლის მიეცა "ტოტენჰემთან" საშუალება, ასევე დიდი მატჩი იყო ახალგაზრდა მსაჯისთვისაც", - განაცხადა მოურინიომ.