"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "კრისტალ პალასის" მატჩში ერიკ ბაიიმ ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი მოედნიდან გაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა დაზიანების სერიოზულობა ჯერჯერობით უცნობია.
ანტონიო ვალენსიას არყოფნაში დაცვის მარჯვენა ფლანგი ბაიიმ დაიკავა, რაც მისი პირველი სტარტი იყო პრემიერ ლიგაში 23 ოქტომბრის შემდეგ.
შეხვედრის პირველ ტაიმში მიღებული დაზიანების გამო ბაიიმ მხოლოდ 52-ე წუთამდე მოახერხა თამაში, რის შემდეგაც მატეო დარმიანმა შეცვალა. ეს უკვე მეორე მუხლის ტრავმა მისთვის მიმდინარე სეზონში.
მატჩის შემდგომ მოურინიომ ფეხბურთელის მდგომარეობაზე BT Sport-თან ინტერვიუში ისაუბრა. როცა ჰკითხეს, რამდენად სერიოზული იყო ტრავმა, უპასუხა: "არ ვიცით. იგივე მუხლის არ არის, მეორეა. მარცხენა მუხლია. ასე რომ, ტრავმის რეციდივი არ აქვს. რა თქმა უნდა, მორიგ დაზიანებასთან მოუწევს გამკლავება, მაგრამ საოცარი ხასიათი გამოავლინა მცდელობითა და მცდელობით, ბოლომდე მცდელობით".
მოგვიანებით კი მას კლუბის ოფიციალური ტელევიზიის ჟურნალისტებმაც დაუსვეს შეკითხვა: "ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ იგივე მუხლი არაა. მარჯვენა მუხლის დაზიანება ჰქონდა და ფანტასტიკურად დააღწია თავი. ახლა მარცხენა მუხლია. ნამდვილად არ ვიცი, რამდენად სერიოზულია, მაგრამ მოიცადეთ და ნება მოგვეცით დავაკვირდეთ. ძალიან დიდხანს უძლებდა. მე ვიტყოდი, 75 წუთს გაუძლებდა. განსაკუთრებული ბიჭია, არადა, ძალიან სტკიოდა".