თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2016, 09:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2476,
კომენტარები: 9
მოურინიოს ვერდიქტი მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიოს მატჩის შემდგომი კომენტარი.
მოურინიოს ვერდიქტი მატჩის შემდგომ
"კრისტალ პალასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები შეაქო და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება

"დავიმსახურეთ, მოედანზე საუკეთესო გუნდი ვიყავით, მათ მხოლოდ პატარა რეაქცია გამოავლინეს, მხოლოდ პატარა, მაგრამ ესეც კი საკმარისი გამოდგა გოლის გასატანად. შემდეგ ჩვენ მატჩში საუკეთესო პერიოდი გვქონდა. პირველ ტაიმს ვაკონტროლებდით, მაგრამ ბოლო 20 წუთში სუპერ დომინანტები ვიყავით. ბევრი შანსი შევქმენით, დიდი მონდომება გამოვავლინეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ."

ლიდერებთან კონკურენცია


"ამისთვის საკმარისს ვაკეთებთ. ქულები რომ აგვეღო იმ მატჩებში, რომელთა მოსაგებადაც საკმარისზე მეტი გავაკეთეთ, მაგრამ ფრედ დასრულდა და სახლში ქულები დავკარგეთ, ახლა მათთან ახლოს ვიქნებოდით, მაგრამ ეს ქულები დაიკარგა და ამჟამად მხოლოდ ოთხეულთან ჩამორჩენის შემცირებასღა ვახერხებთ. წლის დასასრულამდე კიდევ სამი მატჩია დარჩენილი და ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება 31 დეკემბერს."

ქება-დიდება მარკოს როხოს

"როხო ფენომენალურად თამაშობს, ჯონსი ფენომენალურად თამაშობს. არ განმიხილავს დენი როუზის ვარდნას, არ განვიხილავ დავიდ ლუიზის უხეშად თამაშს. არ ვაპირებ მარკოს როხოს ვარდნის განხილვასაც. აგრესიული, სუფთა ფეხბურთელია, ალბათ, თავის კარიერაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს."

პოგბა და იბრაჰიმოვიჩი

"ვფიქრობ, ორივე მათგანი ფენომენალურად გამოიყურებოდა მატჩში. პასი ნამდვილად ფანტასტიკურია, მოძრაობა დიდებული, დარტყმა კარგი, მაგრამ მე ძალიან ვაფასებ იმას, რაც ზლატანმა გოლის შემდეგ გააკეთა, რადგან ეს ფენომენალური იყო. დაცვის ოთხეულის წინ თამაშობდა, ჰაერში ყველა ბურთი მოიგო, მკერდით აკონტროლებდა, მიწაზე უშვებდა, ფენომენალურია. საქმე მხოლოდ მის მიერ გატანილი გოლი არ არის, არც მხოლოდ სამი ქულის მომტან გოლში, საქმე ლიდერობაში, მონდომებაში, ვნებაშია. ფანტასტიკა!"

მადლობა გულშემატკივრებს

"ფანტასტიკურები იყვნენ და ყოველდღე არიან. ფეხბურთელებისთვის ფანტასტიკურია ასეთ რთულ ადგილას გამარჯვება. ჩვენთვისაც რთული იყო აქ ჩამოსვლა. სასტუმროდან აქამდე მოსვლაში 1 საათი და 50 წუთი დაგვჭირდა საცობის გამო. 23 საათზე მოვედით, ყველაფერი სწრაფად გაკეთდა, რადგან 10 წუთში გასახურებლად უნდა გავსულიყავით. ყველაფერი რთული იყო, მეტისმეტად, შესაძლოა, სწორედ ამის გამო ვიგრძენით ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის ასეთი დამოკიდებულება."

ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 დეკემბერი 2016 09:52
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იბრას საქციელს ძალიან ვაფასებ, თანაც ეს შედეგიანი და სწორი გათვლა იყო. საერთოდაც, გოლის გატანის გარეშეც რამხელა სამუშაოს ასრულებს და როგორ ეხმარება ყველას, ძალიან ცოტა ფეხბურთელი შეგვრჩა, ვინც სწორხაზოვნად არ მოქმედებს და ცოტას რისკავს პასის გაკეთების, პოგბასთან ერთად ზლატანი ერთ-ერთია და მაგარი პარტნირობა დაამყარეს, ჯერჯერობით პრემიერ ლიგაში საუკეთესო პარტნიორები არიან სტატისტიკურად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: MEMPHIS 7
15 დეკემბერი 2016 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ვეზბრომს უნდა მოუხერხო კიდე რაღაც ჟოზეეე

და მარსიალი სასტარტოში დააყენეეე
0
№3
ავტორი: Duncan Edwards
15 დეკემბერი 2016 10:53
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 30
დავაიი აკრიფეთ ... manunited
0
№4
ავტორი: ikeoni
15 დეკემბერი 2016 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Roxoo sheudarebeliaa ❤️
0
№5
ავტორი: GeorgeBest
15 დეკემბერი 2016 11:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კიდე იქითკენ რო მიდიოდა საქმე რო ქულები უნდა დაკარგულიყო recourse 1-0ზე რა ემართებათ ვერ ვიგებ, ძაან უაზრო გოლებს ვუშვებთ და ესე უაზროდ დაკარგული ქულების გამო ვშორდებით ოთხეულს
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
15 დეკემბერი 2016 12:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კიდე მეტია საჭირო, ნელ-ნელა უკვე თავისუფლად უნდა მოიგონ და არა სულ 1-0 და 2-1
0
№7
ავტორი: stepno
15 დეკემბერი 2016 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: RojoDiablo
იბრას საქციელს ძალიან ვაფასებ, თანაც ეს შედეგიანი და სწორი გათვლა იყო. საერთოდაც, გოლის გატანის გარეშეც რამხელა სამუშაოს ასრულებს და როგორ ეხმარება ყველას, ძალიან ცოტა ფეხბურთელი შეგვრჩა, ვინც სწორხაზოვნად არ მოქმედებს და ცოტას რისკავს პასის გაკეთების, პოგბასთან ერთად ზლატანი ერთ-ერთია და მაგარი პარტნირობა დაამყარეს, ჯერჯერობით პრემიერ ლიგაში საუკეთესო პარტნიორები არიან სტატისტიკურად

პროსტა ის ტეხავს რო ზლატანი მახიმუმ ამის მერე ერთი წელი დარჩეს კიდეე და მერე ალბათ წავა feel
0
№8
ავტორი: gache1991
15 დეკემბერი 2016 14:52
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
საერთოდ არ ვთვლი რო სასწაულად ვიტამაშეტ.ამ გუნდთან მომენტების შექმნა სუონსის და არავის არ უჭირდა და მეტის მოლოდინი მქონდა..უაზრო პასები გააკეთეს ბევრი ერერარმ რუნიმ პოგბამ..როხოს რასც შეეხება რატო ვარდება ორი გაშლილი ფეხით არ მესმის..ანალოგიურზე კომპანი ნანიზე რო წავიდა გააგდეს და ზუსტად ვიცი ერტხელ ამასაც გააყოლებენ..იბრა მართლა ძაან მაღალი დონეა,გაიხედა შეაფასა შეასრულა:))
0
№9
ავტორი: ManchesterU
15 დეკემბერი 2016 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
ციტატა: gache1991
საერთოდ არ ვთვლი რო სასწაულად ვიტამაშეტ.ამ გუნდთან მომენტების შექმნა სუონსის და არავის არ უჭირდა და მეტის მოლოდინი მქონდა..უაზრო პასები გააკეთეს ბევრი ერერარმ რუნიმ პოგბამ..როხოს რასც შეეხება რატო ვარდება ორი გაშლილი ფეხით არ მესმის..ანალოგიურზე კომპანი ნანიზე რო წავიდა გააგდეს და ზუსტად ვიცი ერტხელ ამასაც გააყოლებენ..იბრა მართლა ძაან მაღალი დონეა,გაიხედა შეაფასა შეასრულა:))

სასწაული თამაშისგან შორს ვართ. ამიტომ რაღაცუნდა მოიფიქროს მოუმ, ერთი ნორმალური გუნდი შეგვხვდება და დააახევენ ჯონს და როხოს თავზე ბურთს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top