"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა უკვე განაცხადა, რომ არცერთ ფეხბურთელს არ დაუშლის კლუბის დატოვებას, მაგრამ პირადად არსებული შემადგენლობის შენარჩუნება სურს.
ფილ ჯონსის მაგალითზე დაყრდნობით, რომელმაც პირველ გუნდში ადგილი მოულოდნელად მიიღო თავიც დაიმკვიდრა, მოურინიო სხვა ფეხბურთელებსაც ურჩევს საქმისადმი ერთგული დამოკიდებულების შენარჩუნებას და შანსისთვის ლოდინს. "იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ჩემი გუნდით ბედნიერი ვარ და ვისურვებდი, ჩემი გუნდი სეზონის ბოლომდე ჩემი გუნდი იყოს და არ ვაპირებ, ვინმეს ვუთხრა: "მიდიხარ, რადგან არ ვარ კმაყოფილი". სრულიად არა.
ჩემს განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ, იმათითაც კი, ვინც ხშირად ვერ თამაშობს. ჩემი შეხედულებისამებრ, მე ყველას შენარჩუნება მსურს და ყველას ექნება შანსი, ხანდახან მოულოდნელიც კი. შემდეგ, როცა შანსი ჩნდება, შენ მას იღებ - როგორც ჯონსმა. ფილმა მოულოდნელი შანსი მიიღო. ბაიი უქმობდა, სმოლინგი უქმობდა, ყველა უქმობდა, მერე კი "სუონსისთან" მატჩი გვქონდა. ჯონსი გუნდში გამოჩნდა და ახლაც იქ არის", - განაცხადა მწვრთნელმა.
მოურინიომ ასევე ცხადყო, რომ ბასტიან შვაინშტაიგერიც შედის მის გეგმებში და მის შენარჩუნებას აპირებს. "არც ისე ბევრი ფეხბურთელი გვყავს, შვაინშტაიგერიც კი დაუბრუნდა ჯგუფს და ისიც ერთ-ერთი არჩევანია. იმედი მაქვს, თებერვალშიც ჩვენთან იქნება".