მოურინიო შობის პერიოდში ფეხბურთელთა როტაციის გეგმაზე საუბრობს.
ჟოზე მოურინიომ შობის პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების როტაციას მიმართავს, მაგრამ თერთმეტეულის სტრუქტურა და სქემა იგივე დარჩება.
"წითლები" 19 დღეში ჩასატარები 4 მატჩიდან პირველს დღეს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ "სელჰერსტ პარკზე" გამართავენ, რასაც "ვესტ ბრომვიჩთან" გასვლაზე მატჩი, ბოქსინგ დეიზე "სანდერლენდთან" დაპირისპირება, ახალი წლის წინა ღამეს "მიდლსბროსთან" შეხვედრა და 2 იანვარს "ვესტ ჰემთან" ვიზიტი მოჰყვება.
გუნდი მიზანი, რა თქმა უნდა, ჩამოთვლილ მატჩები ქულათა მაქსიმუმის აღება იქნება და მოურინიო ამის მისაღწევად ფეხბურთელების დასვენების ხერხს გამოიყენებს, მაგრამ გუნდის სრულ გარდაქმნას არ უნდა ველოდეთ.
როცა ჰკითხეს, აპირებდა თუ არა შობისა და ახალი წლის პერიოდში ჩასატარები მატჩისთვის ფეხბურთელთა როტირებას, მოურინიომ უპასუხა:
"მცირედით. მთელი სტრუქტურის როტირება სარისკოა და აზრიც არ აქვს.
მაშინაც კი, როცა სხვა არჩევანი გაქვს, სტრუქტურასა და სქემას ვერ შეცვლი, სანამ ვალდებული არ იქნები. მაგრამ მცირედ როტირებას მივმართავ. ფაზლის გარკვეული ელემენტები მხოლოდ, ეს აუცილებელია".მოურინიოს გუნდი ამჟამად ალან პარდიუს შეგირდებათან ვიზიტისთვის ემზადებიან, სადაც რთულ მატჩს ელის, იმისდა მიუხედავად, რომ მე-15 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონას მხოლოდ სამი ქულით უსწრებენ.
"არა მგონია, გადარჩენისთვის იბრძოდნენ - ამისთვის ზედმეტად კარგები არიან. კარგად იქნებიან და სეზონის ბოლოს კომფორტულად იგრძნობენ თავს, გავარდნის პრობლემის გარეშე.
კარგი მწვრთნელი, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და სხვა კარგი ფეხბურთელების შესაძენად ბევრ ფულს ხარჯავენ, ფენომენალური გულშემატკივრები ჰყავთ; ერთ-ერთი ფენომენალური მხარდაჭერის სტადიონი აქვთ. ასე რომ, რთული მატჩი გველის".წყარო:
manutd.com