თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2016, 19:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1527,
კომენტარები: 6
მოურინიო: "შოუ მჭირდება"
ჟოზე მოურინიო ლუკ შოუსგან მოთმინებასა და სწავლა ითხოვს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ლუკ შოუს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და სწავლის პერიოდში მისგან იდეალურ თამაშს არ მოითხოვს.

ამჟამად ტრავმირებული ინგლისელი მცველი ჯანმრთელად ყოფნის პერიოდშიც იშვიათად ხვდებოდა მოურინიოს გუნდის ძირითად შემადგენლობაში, მისი თამაში კი უკეთესის სურვილს ტოვებდა.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ერთხელ უკვე გააკრიტიკა შოუ, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს ამჯერად მხარდაჭერას უცხადებს.

როცა მოურინიოს ჰკითხეს, შოუ კვლავ ტრავმის გამო უქმობდა თუ სხვა მიზეზი იყო, არც ისე გარკვეული პასუხი გასცა: "ასე მგონია. ჯანმრთელად არ არის.

უნდა განვითარდეს, ეს ნორმალურია, ის ხომ ჯერ ბავშვია. ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან იდეალურ თამაშს არ ველი. ახალგაზრდა მოთამაშე შეცდომებს უშვებს, ბევრი რამ აქვს სასწავლი და გასაუმჯობესებელი. მანაც უნდა შეძლოს.

რამდენი მატჩი ჩაატარა ჩემი თაოსნობით? ბევრი. მინდა შოუ დაბრუნდეს".


წყარო: the telegraph
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
14 დეკემბერი 2016 20:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯერ იმ თამაშს ვერ აჩვენებს რასაც ამისგან ველოდით, თუმცა უმზიმესი ტრავმა გადაიტანა, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მჯერა რომ მოუმატებს
0
№2
ავტორი: ikeoni
14 დეკემბერი 2016 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11657
Imedia daubrundeba dzvel formas ❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
14 დეკემბერი 2016 21:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ტრამვის აჩრდილი დასდევს უკან :/
0
№4
ავტორი: gache1991
14 დეკემბერი 2016 21:27
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
არამგონია ამას ტრამვა არ ქონდეს და ისე ტოვებდეს განაცხადს მიღმა..თვითონაც ხვდება რო დარმიანი მცველია და წინ წასვლა არ შეუძლია..ბლინდს რას აერჩის არ ვიცი მარა მარცხენა ფლანგზე ეს რო დარმიანს ჯობია მაგას ჩვენ რო ვხვდებით მინიმუმ ათჯერ უკეთესად ხვდება ეს
0
№5
ავტორი: Gamkrelidze
14 დეკემბერი 2016 22:09
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ამ დროისთვის მეტს არც ვითხოვ ამისგან, ძაან დიდი ტრანვმა გადაიტანა და მაგ ტრანმვის შემდეგ კიდე მიკვირს ამ დონეზე როგორ თამაშობს. უეჭველი მოუმატებს შოუ მჯერა მაგის feel
0
№6
ავტორი: stepno
15 დეკემბერი 2016 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეეხ რა ფორმაში იყოო და სად მიიღო ტრამვაა:((( მაგრამ არაუშავს ეგეთი ტრამვის შემდეგ ყველა ფეხბურთეს ჭირდება დროო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top