ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ უეინ რუნის გარანტირებული არ აქვს ტრავმირებული ჰენრიხ მხითარიანის შეცვლა.
სომეხი ფეხბურთელი "ტოტენჰემთან" მატჩში მიღებული ტრავმის გამო მინიმუმ ორ მატჩს გამოტოვებს, უახლოეს მათგანს კი "მანჩესტერ იუნაიტედი" "კრისტალ პალასთან" დღეს გამართავს, სადაც, მოურინიოს თქმით, კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში შეიძლება კვლავ ვერ ვიხილოთ. "რუნი, რეშფორდი, ლინგარდი, ეშლი იანგი, მემფის დეპაი - ამ პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი გვყავს, ამიტომაც ფეხბურთელის შერჩევა პრობლემა არ უნდა იყოს. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ მხითარიანი კარგად თამაშობდა და ახლა ვერ ითამაშებს", - განაცხადა პორტუგალიელმა.