Sky Sports-ის ექსპერტი, პოლ მერსონი "მანჩესტერ იუნაიტედისა“ და "კრისტალ პალასის“ შეხვედრაზე ვარაუდს გამოთქვამს და ფიქრობს, რომ მატჩში სამი ქულის მოპოვებას "წითელი ეშმაკები“ მოახერხებენ.
"იუნაიტედმა“ ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო, ისინი ბოლო დროს კარგად გამოიყურებიან. მათ იღბალი არ სწყალობთ, თუმცა "ტოტენჰემთან“ მათ გამარჯვება მოიპოვეს. მათ მხითარიანი დაკარგეს, ეს სერიოზული დარტყმაა, ვინაიდან მასთან ერთად გუნდი შეტევაში უფრო სწრაფად მოქმედებს. რაც შეეხება "კრისტალ პალასს“ ისინი გოლებს მარტივად უშვებენ. არ შემიძლია არ ავღნიშნო ზაჰას ცუდი ფორმის შემდეგ მისი ბოლო თამაში, რომელშიდაც ძალიან კარგად გამოიყურებოდა. თუმცა მას სტაბილურობა აკლია, საბოლოოდ ჩემი ვარაუდი ასეთია: "კრისტალ პალასი“ 1 - 2 “მანჩესტერ იუნაიტედი“. - ციტირებს პოლ მერსონი.