ანდერ ერერა ერთ-ერთი იყო იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც "ტოტენჰემთან" მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და სწორედ მისი გადაცემის შედეგად გაიტანა მხითარიანმა შეხვედრის ერთადერთი გოლი.
ჟოზე მოურინიო ბასკ ფეხბურთელს აქებს და აცხადებს, რომ ერერა შესანიშნავად უმკლავდება თავის დავალებას ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე, სადაც მოურინიოს მოსვლის შემდეგ შესაძლო 25 მატჩიდან ოცში ითამაშა. "ვფიქრობ, ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელი და გულშემატკივრებია. ანდერს ორივე მათგანი ჰყავს. ასე რომ, არა მგონია, ღელავდეს სხვების მოსაზრებაზე, მან შესანიშნავად იცის, რომ ფენომენალური სეზონი აქვს.
ამიტომაც თამაშობს, ამიტომაც ჰქონდა დებიუტი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. და დიახ, კვირას ჩვენი ნახევარდაცვა ძალიან კარგი იყო, თითოეული მათგანი, ამიტომაც ბედნიერი ვარ მათ გამო", - განაცხადა მოურინიომ.