თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1859,
კომენტარები: 10
ნევილი მოურინიოს გუნდის შესახებ
რას ფიქრობს "იუნაიტედის" ყოფილი მცველი "იუნაიტედზე".
ნევილი მოურინიოს გუნდის შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი და Sky Sports-ის ექსპერტი გარი ნევილი აცხადებს, რომ ლუი ვან გაალის გუნდს, რომელმაც გასულ სეზონში იმაზე 5 ქულით მეტი აიღო, ვიდრე მიმდინარე სეზონში, ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედს" ამჯობინებს.

"ვიცი, რომ ჟოზე მოურინიოს ბოლო კვირებში პერიოდულად აკრიტიკებდნენ. როცა ვერ იმარჯვებ, ამბობ, რომ გუნდი კარგად თამაშობს და გამარჯვებები მოვა, მაგრამ ეს არ ხდება, მწვრთნელი სულელად გამოდის.

და როგორც უკვე მოგახსენეთ, გუნდი წელს უფრო მომწონს, ვიდრე შარშან მომწონდა, იმის ფონზეც კი, რომ უფრო ნაკლები ქულა აიღეს. უფრო მომწონს მათი თამაშის სტილი. მომწონს ჰენრიხ მხითარიანი, მომწონს მარსიალის თამაში ფლანგზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მომწონს, რომ გუნდი სწრაფად ბრუნდება უკან.

გუნდს ჰყავს ცენტრალური თავდამსხმელი, რომელსაც ბურთი უჭირავს, მობილური ნახევარდაცვა ცივსისხლიანი კერიკისა და წინ წაწეული ერერა-პოგბას წყვილით. ეს გუნდი უკეთესად დაბალანსებულია და მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე მათი დაცვის ოთხეული ზე-საიმედოდ არ გამოიყურება, ძალიან, ძალიან კარგად თამაშობენ. ბოლო რამდენიმე კვირაში მარკოს როხო და ფილ ჯონსი მართლაც კარგები იყვნენ.

ჟოზეს გარკვეული პრობლემები ჰქონდა დაცვის ამ ხაზთან დაკავშირებით, მაგრამ გუნდური თამაშის თვალსაზრისით გაცილებით მეტად მომწონან, ვიდრე შარშან. მომწონან, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარს.

ახლა წინ უნდა იარონ, ეს მატჩი საფუძვლად გამოიყენონ და მატჩი მატჩზე მოიგონ. როგორც იქნა, შეუძლიათ იმ შედეგის მიღება, რომელიც თავიანთი თამაშით დაიმსახურებს".


წყარო: skysports
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Manstark_United
13 დეკემბერი 2016 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მიუხედავად იმისა,რომ გასვლაზე დიდად არ გამოუსწორებიათ თამაში.მაინც ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობს წლევანდელი იუნაიტედი.არ მახსოვს ბოლოს როდის გავიტანეთ 4-5 გოლი ერთ მატჩში და ჟოზემ ეს წელს უკვე არაერთხელ შემოგვთავაზა (ფენერბახჩე,ლესტერი და ფეიონოორდი). მაგრამ არის ბევრი რამ რაც გამოსასწორებელია: ცენტრში კერიკის შემცვლელია საჭირო,რადგან პოგბა საყრდენის ფუნქციას ვერ ასრულებს.ის შემტევი ნახევარმცველი უფროა ვიდრე საყრდენი. დაცვის ხაზშიც რაღაც კითხვის ნიშნებია:1)სმოლინგი ბაილის დუეტი კარგია,მაგრამ ჯერ არ შემდგარა 2)ფლანგებზე შოუ და დარმიანი ვერ ბრწყინავენ.ვალენსია რეალურად მცველი არცაა. შეტევაში წინ იბრა სადამდე გაქაჩავს არ ვიცით და რაშფორდი იქნება მზად ფორვარდობისთვის?! უკან ალბათ მარსიალი რუნი/მატა მხითო დადგებიან და შესანიშნავ ტრიოსაც შექმნიან.მაგრამ მაინც რაღაც არ მომწონს გუნდში.ბევრად უკეთესია მაგრამ კიდევ სამუშაოა:ასე ევროპა ლიგის მოგებაც სათუოა!!! რამდენიც არ უნდა ვიძახოთ,ზუსტად არ ვიცით !!! უბრალოდ წესით უნდა მოვიგოთ!!!
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 დეკემბერი 2016 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვან გაალის იუნაიტედს, რომ მოურინიოს მანჩესტერი ჯობია მაგაზე ალბათ ორი აზრი არაა. ვინ ფიქრებდა, რომ ჯონსი-როხოს დუეტი ესე კარგად ითამაშებდა, მაგრამ მწვრთნელი სწორედ ესეთ პერიოდშია მთავარი რო გუნდი აათამაშოს და ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი მიიღოს. ძალიან არ გვიმართლებდა გასულ თამაშებში, მაგრამ იმედია ეს წარულს ჩაბარდა და მოგებების სერიას გავაგრძელებთ.
0
№3
ავტორი: shotkin
13 დეკემბერი 2016 13:12
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Manstark_United
მიუხედავად იმისა,რომ გასვლაზე დიდად არ გამოუსწორებიათ თამაში.მაინც ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობს წლევანდელი იუნაიტედი.არ მახსოვს ბოლოს როდის გავიტანეთ 4-5 გოლი ერთ მატჩში და ჟოზემ ეს წელს უკვე არაერთხელ შემოგვთავაზა (ფენერბახჩე,ლესტერი და ფეიონოორდი). მაგრამ არის ბევრი რამ რაც გამოსასწორებელია: ცენტრში კერიკის შემცვლელია საჭირო,რადგან პოგბა საყრდენის ფუნქციას ვერ ასრულებს.ის შემტევი ნახევარმცველი უფროა ვიდრე საყრდენი. დაცვის ხაზშიც რაღაც კითხვის ნიშნებია:1)სმოლინგი ბაილის დუეტი კარგია,მაგრამ ჯერ არ შემდგარა 2)ფლანგებზე შოუ და დარმიანი ვერ ბრწყინავენ.ვალენსია რეალურად მცველი არცაა. შეტევაში წინ იბრა სადამდე გაქაჩავს არ ვიცით და რაშფორდი იქნება მზად ფორვარდობისთვის?! უკან ალბათ მარსიალი რუნი/მატა მხითო დადგებიან და შესანიშნავ ტრიოსაც შექმნიან.მაგრამ მაინც რაღაც არ მომწონს გუნდში.ბევრად უკეთესია მაგრამ კიდევ სამუშაოა:ასე ევროპა ლიგის მოგებაც სათუოა!!! რამდენიც არ უნდა ვიძახოთ,ზუსტად არ ვიცით !!! უბრალოდ წესით უნდა მოვიგოთ!!!

4 -5 გოლი კიარა კარში დარტყმა გვენატრებოდა თუგახსოვს))) თამაშები სიე მთავრდებოდა ხანდახან ზუსტი დარტყმა არგვქონდა კარში და შორეულ დარტმას 2 წელი ვერ ვხედავდით :D აი მოვიდა პოგბა და შორიდან რო დაიწყო დარტყმები გულს უხაროდა მერე ერერასაც გამოსდის და ევასება და მთელი გუნდი ლაღად თამაშობს ბევრად ლაღად ვიდრე ვან გაალის დროს და ბრამა უნდა იყო რო ვერ ხედავდე კაცი მოუს გუნდი რო ვან გაალისას ჯობია იმედია მოუმატებენ ნელ ნელა და წელს და მომავალწელს უკეთეს შედეგ ს დადებენ სეზონის მეორე ნახევარში ველი რაღაცას ეს გუნდი ბევრს მიაღწევს მოუც მომწონს საქმის კაცია
0
№4
ავტორი: ikeoni
13 დეკემბერი 2016 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ra mosatania ylangaaltan)))
0
№5
ავტორი: DRJBECKHAM
13 დეკემბერი 2016 13:43
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
მიუხედავად იმისა რო წელს დაცვა მართლა საიმედოა შარშანდელთან შედარებით და მითუმეტეს ჯონსზე და როხოზეა საუბარი, მაინც უნდა მოიყვანო ისეთი მცველი რო მისი იმედი გექნება და ასაკიც შესაფერისი იქნება, იგივე ზუმა, ლაპორტე, ვარანი , მანოლასი, კულიბალი და რომანიოლი
0
№6
ავტორი: kantona-7
13 დეკემბერი 2016 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
შედარებაც სისულელედ მიმაჩნია და მართალს ამბობს უბრალოდ ისე გააფარცაკა ვანგაალმა გუნდი უჭირს ჯერკიდევ ჟოზეს თავის ჭკუაზე მოყვანა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№7
ავტორი: SANDROGRIGA
13 დეკემბერი 2016 14:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
შედარებაც არაა ვან გაალის შარშანდელი სეზონი ჩემთვის პირადად ყველაზე ცუდი იყო რაც მანჩესტერის გულშემატკივარი ვარ
0
№8
ავტორი: უეინ რუნი
13 დეკემბერი 2016 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ჩემი აზრით ახლა ბაი ჯონსი ძაან მაგარი წყვილი იქნება ცენტრშიი
0
№9
ავტორი: gela-manutd
13 დეკემბერი 2016 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
სეზონის მეორე წრიდან გამოჩდება ყველაპერი
0
№10
ავტორი: stepno
13 დეკემბერი 2016 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რა შედარებაა წინა წლების მანუსთან აშკარად მაგრად გამოიყურება ეხლა ყველა ფეხბურთელი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top