თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2016, 09:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2514,
კომენტარები: 11
"სენტ-ეტიენთან" საპასუხო მატჩის თარიღი შეიცვალა
უეფა-ს გადაწყვეტილებით, მატჩის თარიღი შეიცვალა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს "სენტ-ეტიენთან" 22 თებერვალს, ოთხშაბათს ჩაატარებს, ნაცვლად 23 თებერვლისა, როგორც ეს ადრე გამოცხადდა. მატჩი თბილისის დროით 21 საათზე გაიმართება.

ცნობილი გახდა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება "ლიონისა" და "სენტ ეტიენის" მატჩების ერთსა და იმავე დღეს ჩატარების თავიდან აცილების მიზნით იქნა მიღებული, რისი მიზეზიც ქალაქთა შორის დიდი ხნის დაპირისპირებაა.

გამომდინარე იქიდან, რომ ორივე გუნდი გავიდა ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე და ორივე მათგანს 23 თებერვალს უნდა ჩაეტარებინა მატჩი, გადაწყდა, რომ ერთ-ერთი გუნდი ხუთშაბათის მაგივრად ოთხშაბათს ითამაშებდა.

იმის გამო, რომ "ლიონმა" გასულ სეზონში სატურნირო ცხრილში უფრო მაღალი ადგილი დაიკავა, ვიდრე თავისმა პრინციპულმა მეტოქემ, მისი განგრიგი არ შეიცვლება, ხოლო "სენტ-ეტიენი" აღნიშნულ მატჩს ოთხშაბათს ჩაატარებს.

ლიონსა და სენტ-ეტიენს შორის მანძილი სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრს შეადგენს, ამ გუნდებს შორის მატჩს კი რონის დერბის უწოდებენ, რაც ლიგა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირებაა.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: MEMPHIS 7
13 დეკემბერი 2016 09:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
რა პრობლემაააა
0
№2
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2016 09:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: MEMPHIS 7
რა პრობლემაააა

პრობლემა კი არა, პირიქით, უკეთესია ჩემი აზრით. ხუთშაბათობით თამაში საერთოდ არაფერში გვაწყობს, ორშაბათის მატჩს მაინც არ გვაძლევს ფედერაცია და ასე ერთი დღით თავს ჩემპიონთა ლიგაზე იგრძნობენ wink
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: giorgiginturi
13 დეკემბერი 2016 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: MEMPHIS 7
რა პრობლემაააა

პრობლემა კი არა, პირიქით, უკეთესია ჩემი აზრით. ხუთშაბათობით თამაში საერთოდ არაფერში გვაწყობს, ორშაბათის მატჩს მაინც არ გვაძლევს ფედერაცია და ასე ერთი დღით თავს ჩემპიონთა ლიგაზე იგრძნობენ wink

wink good2 manunited
0
№4
ავტორი: GeorgeBest
13 დეკემბერი 2016 11:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მშვენიერია derpwhy
0
№5
ავტორი: ikeoni
13 დეკემბერი 2016 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
ისე ჭამენ ესენი ერთმანეთს))))
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
13 დეკემბერი 2016 12:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Eseigi ligis tamashs vegar vukureb :D
1
№7
ავტორი: Manstark_United
13 დეკემბერი 2016 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ევროპის ლიგა არის ყველაზე რეალური შანსი ჩვენი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების. ოთხეულში შესვლისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ რათქმაუნდა,მაგრამ ევროპა ლიგის მოგება ძაან დიდი პრესტიჟი იქნება.თანაც გვაქვს საშუალება პრემიერ ლიგაში მდგომარეობა გამოვისწოროთ და რატომ არ შეიძლება თუნდაც მე-4 ადგილს + ევროპა ლიგა?! ერთერთ საშინაო თასსაც თუ მოიგებს ჟოზე ხო კაი! თუ არადა არც უმაგისობა იქნება კატასტროფა! wink
0
№8
ავტორი: Gamkrelidze
13 დეკემბერი 2016 15:10
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
კაია ჯობია ოთხშაბათს
0
№9
ავტორი: gela-manutd
13 დეკემბერი 2016 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მშვენიერია ლიგაზე გვაბრუნებენ რა lol
0
№10
ავტორი: უეინ რუნი
13 დეკემბერი 2016 16:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ჩემი აზრით მანჩესტერი რომა იქნება ფინალიი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top