ჟოზე მოურინიომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰენრიხ მხითარიანის პროფესიონალიზმით მოხიბლულია და დანამდვილებით იცოდა, ვისაც ყიდულობდა.
დორტმუნდის "ბორუსიადან" "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის საწყის პერიოდში მხითარიანს ადაპტაცია უჭირდა და მისი პირველივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში, კრახით დასრულდა, რის შემდეგაც დიდხანს უქმობდა.
ტრავმის მოშუშების შემდეგ სომეხმა ნახევარმცველმა გუნდში წარმატებით დაბრუნება მოახერხა და ბოლო 5 სასტარტო შემადგენლობაში დაწყებულ მატჩში, ოთხჯერ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი.
"იმის გამო ვიყიდეთ, რომ კლუბს მე ვთხოვე, ხოლო ვთხოვე იმიტომ, რომ მომწონს ეს ფეხბურთელი და მის შესაძლებლობებს ვაანალიზებ.
ჩემთვის უფრო სამწუხარო იქნებოდა, ამ ტრანსფერს რომ არ გაემართლებინა, მაგრამ მას ნებისმიერ დონეზე ადაპტაციისთვის სჭირდებოდა პერიოდი, ამ პერიოდის განმავლობაში კი დიდებული პროფესიონალიზმი გამოავლინა.
მის ადგილას სხვას თავის გამართლება შეიძლებოდა დაეწყო, ან მწვრთნელი, მოედანი და ამინდი დაედანაშაულებინა - ბევრი ფეხბურთელი იქცევა კიდეც ასე. მაგრამ ის ჩუმად იყო, პირმოკუმული, ბევრი იშრომა და თავის შესაძლებლობას დაელოდა. ახლა კარგად თამაშობს და იმედი მაქვს, რამდენიმე მატჩიანი უქმობა არ შეაჩერებს მის ევოლუციას", - განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.