თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2016, 18:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2349,
კომენტარები: 8
მოურინიოს კომენტარი კენჭისყრის შედეგის შესახებ
ჟოზე მოურინიო ევროპა ლიგის კენჭისყრის შედეგებს გამოეხმაურა.
მოურინიოს კომენტარი კენჭისყრის შედეგის შესახებ
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ პოლ პოგბა ღიმილით შეხვდა ევროპა ლიგის კენჭისყრის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ფრანგი ნახევარმცველი "სენტ-ეტიენში" მოასპარეზე თავის ძმას დაურისპირდება.

"კარგი რამეა. პოლმა უკვე მოასწრო ამაზე გაცინება და მისი ძმაც იცინის, ალბათ. ფეხბურთის ისტორიაში რამდენიმეჯერ მომხდარა ასეთი რამ და კარგია",
- განაცხადა მოურინიომ.

მოურინიოს კომენტარი კენჭისყრის შედეგის შესახებ


პორტუგალიელი მოხარულია ფრანგულ კლუბთან დაპირისპირებით, რადგან განსხვავებით ლუგანსკის "ზარიასგან", "წითლები" მხოლოდ 90 წუთის განმავლობაში იფრენენ დანიშნულების ადგილამდე.

"კარგი ამბავი სამგზაურო მანძილია. ჯგუფურ ეტაპზე ძალიან არ გაგვიმართლა, რადგან შორს მივდიოდით, თურქეთსა და უკრაინაში ჩაფრენა რთულია.

ახლა კი საფრანგეთში ჩავალთ და გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში ბევრი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, ეს კარგია.

"სენტ-ეტიენი" ისტორიულად ძველი კლუბია, რომელსაც მრავალი ტრადიცია აქვს. ჩემი თაობის ხალხს არასდროს დაავიწყდება მიშელ პლატინის გუნდი და რთული მატჩი გველის, რადგან ამ ტურნირზე მხოლოდ კარგი გუნდები დარჩნენ.

რა თქმა უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელია, მაგრამ ევროპის ლიგამდე ჯერ ორი თვეა, ამ ორ თვეში კი ეს უნდა დავივიწყოთ, მერე ვნახოთ".


წყარო: mirror
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 დეკემბერი 2016 18:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მანამდე პრემიერ ლიგაში მდგომარეობის გამოსწორება, ლიგის თასის ფინალში გასვლა და ინგლისის თასის მომდევნო ეტაპზე გასვლა გვაქვს მიზნად derpthumb
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Best 7
12 დეკემბერი 2016 18:40
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Hoo setn etieni kaiaa...
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
12 დეკემბერი 2016 18:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: RojoDiablo
მანამდე პრემიერ ლიგაში მდგომარეობის გამოსწორება, ლიგის თასის ფინალში გასვლა და ინგლისის თასის მომდევნო ეტაპზე გასვლა გვაქვს მიზნად derpthumb


იდეალური იქნება ეგ ყველაფერი, თუ ამოვიდა ოღონდ
0
№4
ავტორი: stepno
12 დეკემბერი 2016 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love
0
№5
ავტორი: LASHQARA
12 დეკემბერი 2016 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
პოგბა სერიოზული ფეხბურთელია და ეტყობა რომ ეს მისი მაქსიმუმი არაა, მგონია რომ ბოლომდე არ იხარჯება მოედანზე ან არ გამოსდის არ ვიცი, მაგრამ თუ ბოლომდე არ იხარჯება ეს ძალიან ცუდია და თუ არ გამოსდის მაშინ მალე გამოუვა love am
0
№6
ავტორი: ikeoni
12 დეკემბერი 2016 20:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Advilad gavcdebit
0
№7
ავტორი: reddevil12
12 დეკემბერი 2016 23:07
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
ევროპა ლიგაზე ნებისმიერ გუნდს მოუგებს მანჩესტერი ორი მატჩის ჯამში თუ სრული შემადგენლობით გავა და მოსაგებად ითამაშებს. პრემიერ ლიგაში ძალიან გაგვიჭირდება 4 ეულში შესვლა. საერთოდ არ მიკვირს, რომ ჩელსი ასეთ კარგ თამაშს აჩვენებს ჩვენ 4 ტურნირზე ვთამაშობთ: პრემიერ ლიგა,ინგლისის თასი,ევროპა ლიგა ახლა FA ქაფ. და ეგენი მგონი მარტო პრემიერ ლიგაში და ფაზე არიან. დიდია შანსი, რომ ინგლისის თასი მოვიგოთ. ფა ზე კიდე კარგი იქნება თუ თავს არ გაიგიჟებს და მარტო ახალგაზრდებს ათამაშებს... ვფიქრობ ახალგაზრდებიც მშვენივრად გაართმევენ თავს, ტუანზებე,მარსიალი,რეშფორდი და ა.შ.
0
№8
ავტორი: Mixito
13 დეკემბერი 2016 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
At gagvijirdeba chven ukve chavardna davasrulet shexet sit da liverpuls naxavt tu at gadavaswrebt magats
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top