ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჰენრიხ მხითარიანი "კრისტალ პალასთან" ოთხშაბათს გასამართ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს, რომელიც მან "ტოტენჰემთან" შეხვედრაში მიიღო.
სომეხმა ფეხბურთელმა დენი როუზთან ორთაბრძოლაში მიიღო ტრავმა და ზეგ კიდევ ერთ ლონდონურ კლუბთან თამაშს ვერ შეზლებს.
"იმედია, მხითარიანი შობაზე შეძლებს თამაშს", - განაცხადა მოურინიომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
"გვჯერა, რომ შესაძლებელია. ფიზიოთერაპევტთან რომ ვნახე, მეგონა, უფრო რთულად იყო საქმე; ორთაბრძოლა ტელევიზიით ვიხილე და ცოტა შემეშინდა, მაგრამ არა. სამწუხაროა, რადგან მატჩს მაშინ გამოტოვებს, როცა საუკეთესო პერიოდი აქვს, თუმცა როგორც მინიმუმ, დიდი ხნით არ დაგვიკარგავს".
"იუნაიტედის" მწვრთნელს დაცვის ცენტრში ერიკ ბაიის, ფილ ჯონსისა და მარკოს როხოს გამოყენების საშუალება აქვს.
"ძალიან კარგად მოქმედებენ", განაცხადა როხოსა და ჯონსის შესახებ. "ვფიქრობ, როგორც ჟურნალისტმა, უნდა აღიაროთ, რომ უფრო მეტს იმსახურებს. ხანდახან თქვენზეა დამოკიდებული, ფეხბურთელი უფრო მეტ კარგს იმსახურებს, თუ უფრო მეტ ცუდს და ამას უფრო მეტ სათაურებს მიუძღვნით, მაგრამ არა მგონია, რომელიმე მათგანს ეს აღელვებდეს.
კარგად თამაშობენ, უფრო ხშირად, ვიდრე ოდესმე და უკეთესად, ვიდრე ოდესმე, ახლა კი მესამე ცენტრალური მცველიც გვყავს. უკრაინაში ჯონსი დავასვენეთ, რის შემდეგაც ტრავმისა და დაღლის გარეშე ითამაშა "ტოტენჰემთან"; ახლა ბაიის სახით მესამე ცენტრალური მცველიც გვყავს. წლის ბოლომდე, იმედი მაქვს, სამივე გვეყოლება ამ ორ პოზიციაზე."
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ოთხშაბათის მატჩს გამოტოვებს, ანტონიო ვალენსიაა, რადგანაც ეკვადორელს 5 გაფრთხილება დაუგროვდა. "დიდი დანაკარგია, რადგანაც დიდებული სეზონი აქვს და ფენომენალურად თამაშობდა. შეტევა მოსწონს და ადრე ვინგერი იყო, ასე რომ, ბედნიერია ჩვენი სათამაშო სტილით. მაგრამ დისკვალიფიცირებულია და ეს ფეხბურთია, უნდა შეეგუო, მანამდე კი სხვა ფეხბურთელს ვენდოთ".