"ლეიპციგის" სპორტული დირექტორი რალფ რანგნიკი აცხადებს, რომ გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედს" ბრილ ემბოლოს შეძენა სურდა და მასში 40 მლნ. ევროს გადახდას აპირებდა.
რანგნიკის თქმით, 19 წლის შვეიცარიელის შეძენის კანდიდატი მისი კლუბიც იყო, როცა ფეხბურთელი "ბაზელის" შემადგენლობაში ირიცხებოდა, თუმცა "იუნაიტედის" მხრიდან კონკურენციამ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის სენსაციურ კლუბს ემბოლოსადმი ინტერესი გაუქრო, ეს უკანასკნელი კი ბოლოს "შალკეში" აღმოჩნდა, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. "მოთამაშეს და მის მრჩეველს ჩვენთან გადმოსვლა სურდათ და ჩვენც უკვე შეთანხმებული გვქონდა ბრილის კონტრაქტი. "ბაზელთან" მოლაპარაკებებთანაც ახლოს ვიყავით. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საკმაოდ სარფიანი წინადადება გვქონდა.
რამდენიმე დღიანი პაუზა ავიღეთ, მერე კი უცებ გავიგეთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" 40 მლნ. ევროს იხდიდა. საკუთარ თავს ვუთხარი: "კარგი, თუ კლუბი ფეხბურთელისთვის ასეთი თანხის დახარჯვას აპირებს, უახლოესი კვირის განმავლობაში წინადადებით მიმართავს.
14 დღის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მაინც არ გარდასახა თავისი ინტერესი შეთავაზებაში. ჩვენ კი უკვე გამოვეთიშეთ ბრძოლას, რადგან მგზავრის როლში ყოფნა არ გვინდოდა", - აცხადებს რანგნიკი.