"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ანტონიო ვალენსია პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის მატჩს გამოტოვებს, რადგანაც მან მეხუთე გაფრთხილება მიიღო "ტოტენჰემთან" მატჩში.
ეკვადორელი "იუნაიტედის" მეხუთე ფეხბურთელია, რომელმაც აღნიშნული მიზეზით უნდა გამოტოვოს მომდევნო მატჩი - დანარჩენი ოთხი მოთამაშე ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მარუან ფელაინი, პოლ პოგბა და უეინ რუნი გახლავთ.
მატჩის მიწურულს დენი როუზის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო გაფრთხილება მოჰყვა "სტოკ სიტისთან", "მანჩესტერ სიტისთან" და "ვესტ ჰემ იუნაიტედთან" პრემიერ ლიგისა და ლიგის თასის მატჩებში.