"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ერთ-ერთი იყო იმ სპეციალისტებს შორის, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ლუი ვან გაალის შემცვლელად მოიაზრებდა.
მიმდინარე წლის მაისში "იუნაიტედს" გამოემშვიდობა ვან გაალი და იმავე პერიოდში პოჩეტინომ "ტოტენჰემთან" ახალი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ESPN-ი თავის მანჩესტერულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ პოჩეტინო "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტის დაკავების სერიოზულ კანდიდატად ითვლებოდა. "საუთჰემპტონსა" და "ტოტენჰემში" გაწეულმა სამუშაომ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მიმართებაში, მაურისიოს "ოლდ ტრაფორდზე" ბევრი გულშემატკივარი შესძინა.
44 წლის არგენტინელის გარდა "იუნაიტედი" ჟოზე მოურინიოსა და რაიან გიგზის კანდიდატურასაც განიხილავდა.
მოურინიოს უფრო შთამბეჭდავმა რეზიუმემ და მისდამი პსჟ-ს ინტერესმა, "იუნაიტედს" ჟოზეს დანიშვნა დააჩქარებინა, მაგრამ გამოცემა ამტკიცებს, რომ ამ დანიშვნის წარუმატებლობის შემთხვევაში "წითლები" პოჩეტინოს ვარიანტს დაუბრუნდებიან.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.