თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2013, 20:45
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2339,
კომენტარები: 8
სერ ალექს ფლეტჩერის დაბრუნების იმედი აქვს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი იმედოვნებს,რომ შოტლანდიელი ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი ივლისში დაბრუნდება.
სერ ალექს ფლეტჩერის დაბრუნების იმედი აქვს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი იმედოვნებს,რომ შოტლანდიელი ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი ივლისში დაბრუნდება.

დარენ ფლეტჩერმა ოპერაცია გაიკეთა წყლულოვან კოლიტზე და სწორედ ამის გამო ის მიმდინარე სეზონს დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს,მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი იმედოვნებს,რომ ფლეტჩერი კიდევ ერთ სასწაულს მოახდენს და ისევ დაუბრუნდება თავის კარიერას.

"დარენ ფლეტჩერის დაბრუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.ის აქამდე ყოველთვის კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას და მას ჯერ კიდევ შეუძლია დახმარება გაგვიწიოს.მას დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს და ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის მისი დაბრუნება დადებითად იმოქმედებს,როდესაც ის დაბრუნდება და მე იმედი მაქვს,რომ ეს აუცილებლად მოხდება მას გუნდში განსაკუთრებული როლი ექნება." - განაცხადა სერ ალექსმა.

"პირველი ოპერაციის შემდეგ,როდესაც ის დაბრუნდა ჩვენთან ეს ნამდვილი სასწაული იყო,მაგრამ ჩვენ ამის გვჯეროდა და იმედი მაქვს იგივე მოხდება ეხლა და ივლისში დარენს ისევ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ვიხილავთ.ის ყველანაირად ცდილობს გაუმკლავდეს ამ დაავადებას.იმედია ეს ოპერაცია მოაგვარებს მის პრობლემებს.დარენს აქვს ფანტასტიური ხასიათი და თუ მას ერთი სიტყვით ავღწერთ ის უბრალოდ ბრილიანტი ადამიანია.ის ყოველთვის აჩვენებს თავის მაქსიმუმს და სწორედ ეს არის დასაფასებელი." - განაცხადა სერ ალექსმა პრესკონფერენციაზე.

წყარო:MANUTD.COM
ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
18 იანვარი 2013 20:46
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
იმედია დაბრუნდებაა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: love united
18 იანვარი 2013 20:49
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ დათო...უნდა დაგვიბრუნდეს...სულ რომ არაფერი გააკეთოს უნდა იგრძნოს რომ გვერდით ვუდგავართ...და თუ დაბრუნდა რესპექტ მართლა...გამორჩეულად მიყვარს ეს კაცი... love
0
№3
ავტორი: creep
18 იანვარი 2013 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
ამ კაცს ერთ დროს მაგრად ვაფასებდი, მეტსაც ვიტყვი საკვანძო ფიგურად მიმაჩნდა მუ-ში და უფრო მეტსაც ვიტყვი ეს რომ გვყოლოდა ბარსასთან ფინალს არ წავაგებდით ასე მგონია...... მაგრამ არა მგონია ძველი ფლეტჩერი დაბრუნდეს.
0
№4
ავტორი: love united
18 იანვარი 2013 20:53
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
creep
მერამდენედ გეთანხმები უკვე... smile
0
№5
ავტორი: creep
18 იანვარი 2013 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
love united,
smile
0
№6
ავტორი: Amanda Seyfried
18 იანვარი 2013 21:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
იმედია დაბრუნდები
0
№7
ავტორი: VaRdo
18 იანვარი 2013 23:59
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ფლეჩერის ადგილს ვეღარ ვხედავ გუნდში სამწუხაროდ : ) recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: buka oboladze
19 იანვარი 2013 00:13
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ნეტავ დაგვიბრუნდესრა love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top