"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიოს მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს და მისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მწვრთნელი იქნება.
ბოლო 6 თვის განმავლობაში მოურინიოს რეპუტაცია მკვეთრად შეირყა - არა მარტო თავისი საფეხბურთო შედეგების გამო, არამედ სკანდალური ქცევების გამოც. ჟოზე ეკამათება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას, თავის კოლეგებს, მსაჯებს.
თუმცა, პოჩეტინოს მიაჩნია, რომ ეს სრულიად ნორმალური საქციელია და მოურინიოსადმი მისი დამოკიდებულება არ შეცვლილა.
"ოლდ ტრაფორდზე" "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გასამართი მატჩის წინ პოჩეტინომ პრესის წარმომადგენლებთან პორტუგალიელზე ისაუბრა.
"ხანდახან ძალიან რთულია მოედნის კიდესთან თავის გაკონტროლება. მისი საქციელი სრულიად ნორმალურია. ადვილი არ არის კიდესთან დგომა, როცა იმედგაცრუებული ხარ. ადამიანს მატჩის მიმდინარეობისას იმედგაცრუების გამოვლენას ვერ დაუშლი. ისიც იმას აკეთებს, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი.
მოურინიო მომწონს. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. და რადგანაც ის განსაკუთრებულია, პრესა მას უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, ვიდრე სხვებს.
ჩემთვის განსაკუთრებულია და ყოველთვის იქნება. როცა "ესპანიოლში" დავიწყე მუშაობა, ძალიან კეთილად მექცეოდა, მისი კარი ყოველთვის ღია იყო.
ვცდილობ ყოველთვის გავაანალიზო და ობიექტური ვიყო. ჩემთვის ყოველთვის იყო და იქნება მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა შორის", - განაცხადა "ტოტენჰემის" მწვრთნელმა.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.