თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2016, 16:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1904,
კომენტარები: 10
გუნდის მდგომარეობა "ტოტენჰემთან" მატჩის წინ
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" ფეხბურთელების მდგომარეობაზე საუბრობს.
გუნდის მდგომარეობა
კრის სმოლინგი და ლუკ შოუ კვლავ ვერ მოახერხებენ მოედანზე გასვლაы "ტოტენჰემთან" მატჩში, მაგრამ ერიკ ბაიიმ ოქტომბრის შემდეგ თავისი პირველი მატჩი შეიძლება ჩაატაროს პრემიერ ლიგაში.

"ჩელსისთან" მიღებული ტრავმის განკურნების შემდეგ აფრიკელი მცველი ევროპა ლიგის მატჩში ლუგანსკის "ზარიას" წინააღმდეგ გამოვიდა და დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

როცა მოურინიოს ინგლისელ მცველთა წყვილის შესახებ ჰკითხეს, მოახერხებდნენ თუ არა ისინი თამაშს მომდევნო მატჩში, მან უპასუხა: "არა, კვირას არა", მაგრამ დაადასტურა, რომ ერიკ ბაიისთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არსებობს.

ბაიი მომდევნო თვეში აფრიკის თასზე გაემგზავრება, რათა თავისი ქვეყნის ნაკრებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს, ამ მოვლენას კი მოურინიო დიდ დანაკარგს უწოდებს.

"იმედი ვიქონიოთ, რომ ამ დროს სმოლინგი გამოჯანმრთელდება და ბაიის ჩანაცვლებას შეძლებს, რადგან ამდენი მატჩის ფონზე ფეხბურთელები ნამდვილად გვჭირდება. ამჟამად ჩვენ ფილ ჯონსი, ბაიი და მარკოს როხო გვყავს დაცვის ცენტრში. მატჩებს კი "ტოტენჰემის", "ვესტ ბრომისა" და "რედინგის" წინააღმდეგ ჩავატარებთ - ამ პერიოდში ბევრი მატჩი გვექნება და ფეხბურთელების ფორმაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პორტუგალიელმა.

მარჯვენა მცველებს მატეო დარმიანსა და ანტონიო ვალენსიას, ისევე, როგორც "დეზების" ყოფილ ნახევარმცველ მაიკლ კერიკს არ ჩაუტარებიათ მატჩი შუა კვირაში და მეტიც, ისინი უკრაინაში გუნდს არ გაჰყოლიან, თუმცა მათ ტრავმები არ აქვთ. შესაძლოა, ტრავმა ჰქონდეს ხუან მატას, რომელიც "ჩერნომორეცის" სტადიონზე გამართული მატჩის შეცვლაზე გასვლისას რაღაცას განიხილავდა, მეკარის პოზიციას კი სავარაუდოდ დავიდ დე ხეა დაიკავებს, რომელიც სერხიო რომეროს ჩაანაცვლებს.

უეინ რუნიმ დისკვალიფიკაცია მოიხადა და მასაც შეუძლია შიდა ჩემპიონატში ასპარეზობა "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, რომელსაც ბოლო პერიოდში ხშირად უტანს გოლს.

"მისგან ბევრ გოლს ველით, მაგრამ ჩვენ საერთოდ ყველასგან ველით მეტ გოლს. ალბათ, ზლატანია მთავარი გოლეადორი, მაგრამ ალბათ, როგორც მთავარმა ფორვარდმა, უნდა გაიტანოს კიდეც მეტი გოლი",
- დაასრულა პორტუგალიელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: datonuc
9 დეკემბერი 2016 16:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 92
ეჰ რუნის გოლები თითზე დასათვლელი იქნება აწი sad
0
№2
ავტორი: RojoDiablo
9 დეკემბერი 2016 16:50
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მატას არაფერი ეტყობოდა ტრავმისა. უბრალოდ ცუდად თამაშობდა და მაგიტომ შეცვალა სავარაუდოდ, მაგრამ იქ რაზე ელაპარაკებოდა ისე აქტიურად, მეც მაინტერესებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: gache1991
9 დეკემბერი 2016 17:28
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მატას ძაან არ მოუხდა სკამზე დასმა.ყველაზე მაგარ ფორმაში იყო და..
დე ხეა ვალე ბაილი ჯონსი ბლინდი კერიკი პოგბა მარსიალი მხითარიანი მატა იბრა...გადავარღვევთ..ჩვენთან შარშან ლონდონის თამაშს თუ გამოვაკლებთ სუ შეშინებულებივით გვეთამაშებიან...უნდა მოუგოთ უეჭველი
0
№4
ავტორი: SirAlexFerg
9 დეკემბერი 2016 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
karoche amat mougeben magra mgonia da ar minda ro kide damwkdes guli raa, mara europa liga ro prioriteti gaxda chventvis es calsaxaa, magram roca saqme uniteds exeba da amxela resursia gundshi oriveze unda ibrdzolon mitumetes ro me vfiqrob da mjera ro sheuldziat orivegan kargi tamashis chveneba ubralod premier ligashi momentebis realizacias unds moumaton da ianvari modis ukve da ise ar chaivlis es satransfero fanjara ro vinme ar moikvanon tan payetze magra iwereba da chemi azrit kargi iqneba gaadzlierebs gunds marad payet ufro met sagol shanss sheqmnian da or frontze sabrdzolvelad uketesi iqneba ro payec gvkavdes gundshi da ratqma unda centraluri mcvelic sachiroa zamtarshi van dijki kargi iqneboda ravici maara kvelaze magari alderweireldi iqneba dzalian magari bichia dzaliaan!! prosta ar mogvkidian mamlebi magas zamtarshi raa
0
№5
ავტორი: ikeoni
9 დეკემბერი 2016 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Runi sheugdebs
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
9 დეკემბერი 2016 19:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მთავარია წესიერი შემადგენლობა დააყენოს და კიდე არ მოიგონოს რამე
0
№7
ავტორი: LASHQARA
9 დეკემბერი 2016 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
აი ამ თამაშსს დიდი ანგარიშით მოვიგებთ აი ნახეთ უხვი გოლიანი გამოდგება ესე მგონია 4-2 3-2 და ესეთი შედეგი ზლატანი, კეინი, პოგბა, რუნი, ერიკსენი, იაქტიურებენ ამ თამაშში მაგრად და სავარაუდოდ ბევრი გოლი გავა დე ხეაზე და ლორისზეც ბევრი იქნება დამოკიდებული 2 ყველაზე კარგი მეკარე პრემიერლიგაში და არა მარტო love am
0
№8
ავტორი: Gamkrelidze
9 დეკემბერი 2016 19:30
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ოპტიმალური შემადგენლობა დააყენე და გოლებიც იქნება და ტიტულებიც what
0
№9
ავტორი: stepno
9 დეკემბერი 2016 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Albat isev chveni dominirebit warimarteba tamashi da tu saswaulad ar gagvimartla magshemtxvevashi ver movigebt
0
№10
ავტორი: - ReDevil
9 დეკემბერი 2016 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
მატა ძაან კარგად თამაშობს რა ტრამვა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Look This Legend
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top