თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2016, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1645,
კომენტარები: 7
ლუკაკუ: "პოგბა ასეთი ბედნიერი მანამდე არასდროს მინახავს"
რომელუ ლუკაკუ თავის მეგობარზე საუბრობს.
ლუკაკუ:
რომელუ ლუკაკუ აცხადებს, რომ არასდროს უნახავს პოლ პოგბა ისეთი ბედნიერი, როგორიც ფრანგი "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ იყო.

პოგბა, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" 93.25 მლნ. ფუნტის ღირებულების ტრანსფერის სანაცვლოდ დაბრუნდა, ზაფხულში ლუკაკუსთან ერთად იმყოფებოდა არდადეგებზე, როცა ტრანსფერი განხორციელდა.

"ევერტონის" ფორვარდი აცხადებს, რომ ამ ფაქტმა პოგბა ძალიან გააბედნიერა.

"დაახლოებით 10 ადამიანი მაინც იყო მის გარშემო კონტრაქტის გაფორმების დროს. პოგბას მრავალი წელია ვიცნობ, მაგრამ მისი ისეთი გამოხედვა არასდროს მინახავს, როგორიც კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჰქონდა. ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა.

"იუნაიტედში" ამ დაბრუნებას არაფერი აქვს საერთო ფულთან. მისთვის ნამდვილი ბედნიერება იყო. ზაფხულის არდადეგებზე მხოლოდ ერთხელ ვისაუბრეთ ფეხბურთზე, როცა ლოს-ანჯელესში აუზში ვბანაობდით და მითხრა, რომ ოცნებობდა "იუნაიტედში" დაბრუნებაზე",
- განაცხადა ბელგიელმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 დეკემბერი 2016 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძალიან კარგი თუ მართლა ოცნებობდა იუნაიტედში დაბრუნებაზე, თორე ტვინი წაიღეს უკვე ამ ფულებით areyoukiddingme


ისე ლუკაკუსაც სიამოვნებით ვიხილავდი მანჩესტერში winked
0
№2
ავტორი: RojoDiablo
9 დეკემბერი 2016 15:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ლუკაკუ, ხანდახან საუკეთესო მეგობრებიც კი იტყუებიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Lady in red
9 დეკემბერი 2016 15:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ვიცით, რომ პოგბა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამას ვერ ვხედავ იუნაიტედში. მე არ ვიცი, ის ოცნებობდა თუ არა აქ დაბრუნებაზე, მაგრამ მოედანზე რომ ხშირად ძლივს მოძრაობას ამას ვხედავ. იყო მისი რამოდენიმე კარგი თამაში, მაგრამ ეს არ კმარა. მას მეტი მოეთხოვება და რაც შეეხება მის ღირებულებას, ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ ეგ ნაკლებად მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია გუნდს სარგებელი მოუტანოს და თუ ის აქ დაბრუნებით მართლაც ბედნიერია, მაშინ ჩვენც გაგვაბედნიეროს თავისი თამაშით. გვაჩვენოს, რა შეუძლია იუნაიტედში.
0
№4
ავტორი: ikeoni
9 დეკემბერი 2016 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Pool ❤️
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
9 დეკემბერი 2016 19:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: RojoDiablo
ლუკაკუ, ხანდახან საუკეთესო მეგობრებიც კი იტყუებიან

შესაძლოა wink
0
№6
ავტორი: LASHQARA
9 დეკემბერი 2016 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მონდომება არ აკლია პოგბას და უმატებს, გახშირდა პოგბას საგოლე პასები და იმედია მალე გოლებსაც მოუმატებს, მაგარი კაცია ცეკვავს მოედანზე ულამაზეს მოძრაობებს აკეთებს, ჩემთვის კლასიკაა love am
0
№7
ავტორი: stepno
9 დეკემბერი 2016 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: LASHQARA
მონდომება არ აკლია პოგბას და უმატებს, გახშირდა პოგბას საგოლე პასები და იმედია მალე გოლებსაც მოუმატებს, მაგარი კაცია ცეკვავს მოედანზე ულამაზეს მოძრაობებს აკეთებს, ჩემთვის კლასიკაა love am

Imena egre martla cekvavs da burts ver artmevens dzalian ishviati shemtxvevia garda :-)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top