ამ დროისთვის რაიან გიგზი იმყოფება გაურკვეველ სიტუაციაში, მას ჯერ არ გადაუწყვეტია დარჩება თუ არა კლუბში.ედვინ ვან დერ სარი თვლის, რომ ის უნდა დარჩეს ”იუნაიტედში”, რადგან ის ისევე კარგად თამაშობს, როგორც ახალგაზრდობაში.გიგზი ატარებს 23-ე სეზონს მანჩესტერში.მართალია, ვერ ატარებს ყველა თამაშს, მაგრამ დიდ როლს ასრულებს გუნდის წარმატებებში.სერ ალექს ფერგიუსონს არაერთხელ უთქვამს, რომ სურს უელსელის კლუბში დატოვება.მისი მოსაზრება ასევე ლეგენდარულმა მეკარემ, ვან დერ სარმა გაიზიარა.
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ”იუნაიტედი” აგრძელებს ბრძოლას ინგლისის თასისთვის.გიგზმა გააკეთა შესანიშნავი გადაცემა რობინის მიმართულებით, რომელმაც გაიტანა გოლი ”ასტონ პარკზე”.ეს მართლაც გამორჩეული პასი იყო- ბურთმა დაახლოებით 40 მეტრი იფრინა.ასევე კარგი იყო ვან პერსის დარტყმა, მაგრამ გიგზის გადაცემა იყო ფენომენალური.იგი ასეთ პასებს მთელი კარიერის მანძილზე აკეთებდა.”
ვან დერ სარმა ასევე შეაქო პოლ სკოულზი, რომელმაც კარიერა ჰოლანდიელთან ერთად დაასრულა, მაგრამ გუნდში ისევ დაბრუნდა, რათა დახმარებოდა მათ.”პოლ სკოულზი არინს ინგლისში საუკეთესო.მე მომწონს მისი თამაში.ის თითქოს მარტივად მოძრაობს, მაგრამ საბოლოო ჯამში გენიალურ თამაშს აჩვენებს.პოლი ძალიან კარგად აკონტოლებს ბურთს.ის შეუჩერებელია.”-ციტირებს ედვინის სიტყვებს Manchester Evening News.