თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2016, 16:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1930,
კომენტარები: 5
მოურინიო მატჩის მნიშვნელობის შესახებ
ჟოზე გადატვირთულ გრაფიკს არ უფრთხის.
მოურინიო მატჩის მნიშვნელობის შესახებ
ჟოზე მოურინიო გადატვირთულ გრაფიკს გუნდის უკეთესად ათამაშების საშუალებად მიიჩნევს, მანამდე კი "მანჩესტერ იუნაიტედს" ევროტურნირზე კიდევ ერთი ნაბიჯით წაწევს წინ.

"წითლებს" მინიმუმ ერთი ქულის აღება სჭირდებათ "ზარიასთან" მატჩში, რათა ჯგუფურ ეტაპს გასცდნენ, პრემიერ ლიგის გარდა კი გუნდი კიდევ ორ სხვადასხვა ტურნირზე ასპარეზობს, რომლებზეც "ჰალ სიტისა" და "რედინგს" დაუპირისპირდება ლიგის თასისა და ინგლისის თასის ეგიდით შესაბამისად.

2017 წლის მეორე დღიდანვე "იუნაიტედს" ამ პერიოდში ინგლისის ჩემპიონატის ექვსი მატჩის ჩატარება მოუწევს, რაც ყველა სხვა ინგლისური გუნდისგან განასხვავებს გუნდს იმით, რომ ერთადერთი კლუბია, რომელიც ოთხ სხვადასხვა ტურნირზე ასპარეზობს.

"პლეი-ოფიანი ტურნირები ყოველთვის მომწონდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ხუთშაბათს ასეთი გადამწყვეტი მომენტია, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ეტაპია.

ლიგის თასის მეოთხედფინალში ვართ, ინგლისის თასზეც ვასპარეზობთ, პლუს პრემიერ ლიგა. თამაში მიყვარს. ვარჯიშიც მიყვარს, მაგრამ თამაში მირჩევნია",
- განაცხადა მოურინიომ.

"ფეიენოორდისა" და "ფენერბაჰჩეს" მატჩსაც დიდი მნიშვნელობა აქვს A ჯგუფში პოზიციების გადანაწილებაში, მაგრამ მწვრთნელი ამ მატჩისთვის ყურადღების მიქცევას არ აპირებს.

"ერთი ქულა საკმარისია. როტერდამში დაფიქსირებულ შედეგს თავისი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე მხოლოდ ჩვენს მატჩზე ვიფიქრებ. გამარჯვებას ვეცდებით, ისეთ პოზიციაში ყოფნას ვეცდებით, რომელშიც პრობლემა არ შეგვექმნება. დაე, ქულა საკმარისი იყოს, მაგრამ ჩვენ მოგება გვინდა.

სიმართლე გითხრათ, არა მგონია, ჯგუფის მოგება მნიშვნელოვანი იყოს. მეორე მატჩი სახლში გაიმართება თუ გასვლაზე, სულერთია. უფრო მნიშვნელოვანია ევროპის ლიგის ყველაზე რთული და ჩემპიონთა ლიგის მაგვარი ჯგუფიდან გასვლა.

რთული ჯგუფია. "ზარიაც" კი რთულად დასამარცხებელია სახლში, რაც მათი ორი ფრიდან გამომდინარე ჩანს, გასვლაზე კი მხოლოდ 1-0 წააგეს ჩვენთან და "ფეიენოორდთან", 2-0 კი "ფენერბაჰჩესთან", რომელსაც კაცნაკლული ეთამაშებოდნენ.

სახლში "ფეიენოორდთან" რომ წაგვეგო, ტურნირს უკვე გამოვეთიშებოდით. თავიდან პრობლემები გვქონდა, მაგრამ მას გავუმკლავდით. კარგად ვითამაშეთ, კომფორტულად. ამან გამახარა, სახლში ჩვენს გულშემატკივარს სამი მატჩი, სამი გამარჯვება და 9 ქულა მივუძღვენით. რაც შეეხება გასვლაზე თამაშს, ცუდად გამოვიყურებით და ეს უნდა გამოსწორდეს.

გუნდი კარგად თამაშობს. ევროპის ლიგის ბოლო მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტი იყო - დავამტკიცეთ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა. კარგ გუნდებს ვეთამაშებით, რომელთაც თავდადებული ხალხი ჰყავთ. გუნდს ეს ტურნირი არასდროს მოუგია. ჩვენ თუ მოვახერხებთ, ფენომენალური იქნება".


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 დეკემბერი 2016 16:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გავარდნის, მეორე გასვლის და პირველზე გასვლის შანსიც გვაქვს. ყველაფერი ჩვენა დამოკიდებული, მაგრამ ბოლოს, როცა ასეთი შემთხვევა გვქონდა, თავი ვერ გავართვით. რაც უნდა მოხდეს, ამინდი და მოედნის მდგომარეობა თავის გამართლების მიზეზი არაა და ყველაფერს თქვენს თავს დააბრალებთ, გულშემატკივარს კი...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: მამულაძე
8 დეკემბერი 2016 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ბიჯო ჟოზეე :D ორიანი მიწეროა ძმა და არ მაწყობს მე ნიჩია და მიმიხედე რა ძმობას გაფიცებ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
8 დეკემბერი 2016 17:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასეთ გუნდებს მესამე შემადგენლობით ვუგებდით ხოლმე და ახლა ფრეც გვაწყობსო, მიუხედავად იმისა რო პირობები ცუდია ეგ არ ამართლებს ფრეზე თამაშს. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ რო თავი შეაკლან და ამოწურონ თავი მარა წესით ნახევარი ძალით მოგება პრობლემა არ უნდა იყოს
0
№4
ავტორი: stepno
8 დეკემბერი 2016 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არამგონია გაგვიჭირდეს
0
№5
ავტორი: ikeoni
8 დეკემბერი 2016 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Unda movigot es tasii
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top