თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2016, 15:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1498,
კომენტარები: 9
"ზარიას" მწვრთნელი: "იუნაიტედის" მეშინოდა"
უკრაინული გუნდის მწვრთნელი "იუნაიტედთან" დაპირისპირებას უფრთხის.
"ზარიას" მთავარი მწვრთნელი იური ვერნიდუბი აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიო მისი საყვარელი მწვრთნელია და სიამოვნებით გაივლიდა სტაჟირებას "ოლდ ტრაფორდზე".

"მანჩესტერ იუნაიტედი" დღეს ევროპის ლიგის მატჩში უკრაინულ გუნდს დაუპირისპირდება და "ჩერნომორეტს" არენაზე ერთი ქულის აღებაც დააკმაყოფილებს ჯგუფიდან გასასვლელად.

"ზარიას" მთავარი მწვრთნელის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირება მას აშინებდა.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრამდე მეშინოდა. უარყოფითად რომ გიპასუხოთ, თავს მოვიტყუებ. როცა გავიგე, "იუნაიტედს" შევხვდებოდით ჯგუფში, ჟრუანტელმა დამიარა. ამ ვარსკვლავური შემადგენლობის ხილვა, რომ არაფერი ვთქვათ მწვრთნელზე... არ მოგატყუებთ, მოურინიო ჩემი საყვარელი მწვრთნელია. ზუსტად ისეთ ფეხბურთს ათამაშებს, როგორიც მე მომწონს. მართალია, ისეთი ლამაზი არ არის, მაგრამ შედეგი მოაქვს, მოურინიომ ეს დაამტკიცა.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" შეთანხმებას თუ მოვახერხებ, სტაჟირებას სიამოვნებით გავივლი იქ, თუმცა არც "მანჩესტერ სიტის", "არსენალისა" და "ლივერპულის" მიწვევაზე ვიტყოდი უარს. პირველ ადგილზე კი "მანჩესტერ იუნაიტედია". ძალიან საინტერესო იქნებოდა ჟოზე მოურინიოსთან პირისპირ საუბარი. იქნებ გამიმხილოს, როგორ უნდა მიაღწიო შედეგს. თუ გამოვა, ძალიან ბედნიერი ვიქნები",
- განაცხადა "ზარიას" მწვრთნელმა.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 დეკემბერი 2016 15:13
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შენღა გვაკლიხარ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: manuchari
8 დეკემბერი 2016 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
მაგარი ოცნება აქვს ტიპს და შეიძლება აუსრულდეს რა იცი
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 დეკემბერი 2016 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძლივს არ თქვა ვიღაცამ მანჩესტერის მეშინიაო areyoukiddingme
1
№4
ავტორი: vanovano
8 დეკემბერი 2016 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
იქნებ გამიმხილოს, როგორ უნდა მიაღწიო შედეგს.

ეგ თვითონაც არ იცის და შენ რა უნდა გითხრას
1
№5
ავტორი: მამულაძე
8 დეკემბერი 2016 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
პირადში მიწერე
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
8 დეკემბერი 2016 17:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: ვახო ( G G M U)
ძლივს არ თქვა ვიღაცამ მანჩესტერის მეშინიაო areyoukiddingme

wink
0
№7
ავტორი: LASHQARA
8 დეკემბერი 2016 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
კაი რა ზარიასი დინამო თბილისს არ ეშინია რა ზორია შემრცხვა ჯგუფში ეს რო გაიჩითა მივხვდი რომ ევროპალიგაზე ტეხავს მანჩესტერის ყოფნა winked am
0
№8
ავტორი: stepno
8 დეკემბერი 2016 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: ვახო ( G G M U)
ძლივს არ თქვა ვიღაცამ მანჩესტერის მეშინიაო areyoukiddingme

კაი მოსასმენია ხოო:DDDDDD
0
№9
ავტორი: ikeoni
8 დეკემბერი 2016 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Imena faniaa)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top