თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1570,
კომენტარები: 6
მოურინიო UEFA-ს აკრიტიკებს
ჟოზე მოურინიო ევროპული საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
მოურინიო UEFA-ს აკრიტიკებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო UEFA გააკრიტიკა და ისურვა, რომ ევრომატჩების განრიგში ცვლილებები შევიდეს.

"იუნაიტედს" ერთი ქულის აღებაც კი აკმაყოფილებს იმისათვის, რომ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გავიდეს, მაგრამ ამის გაკეთება ექსტრემალურ პირობებში მოუწევს.

საქმე იმაშია, რომ ოდესაში ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს შვიდ გრადუსამდე ეცემა, რაც "ჩერნომორეცის" სტადიონს ფეხბურთის თამაშისთვის შეუფერებელს ხდის. მოურინიო შექმნილ ვითარებაში UEFA-ს ადანაშაულებს და ეჭვობს, მატჩი საერთოდ გაიმართოს.

"მოედნის გათბობას ცდილობენ, მაგრამ ძალიან უჭირთ, ხალხი სასწაულს ვერ ჩაიდენს. იმედი ვიქონიოთ, ყველაფერი კარგად ჩაივლის. უხეში და ძალიან გაყინული მოედანია. ვფიქრობ, UEFA-სთვის ცნობილია მოედნის მდგომარეობის შესახებ და ყველამ იცის, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში ბუნებრივი პირობები რთულდება.

UEFA-ს რომ აღელვებდეს, განრიგის შეცვლას ეცდებოდნენ და დეკემბრის შუა რიცხვებში არ გვათამაშებდნენ. აქ მეხუთე ტურის მატჩში ნოემბრის ბოლოს რომ ჩამოვსულიყავით და არა მე-6 ტურში დეკემბრის შუა რიცხვებში, არავითარი პრობლემა არ იქნებოდა. სასტუმრო კარგია, სტადიონი კარგია, მოედანი კი ცუდი. ძალიან ცივა. ვიცი, რომ უკეთესო მოედნის ნახვა რთულია. სტადიონი ლამაზი და ახალია, მაგრამ მოედანი იგივე. ვნახოთ, ისინი ცდილობენ",
- განაცხადა მოურინიომ.

დეილი ბლინდმა კი ამ კომენტარს დაამატა: "ქვებზე სირბილს ჰგავს".

წყარო: theguardian
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
8 დეკემბერი 2016 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ბაზარი არაა იქ იქნება დედისწიოკი სიცივე მაგრამ ესენიც ქალიშვილებივით იქცევიან მიდი და ითამაშე აბა ზოგი მთაში და სიცივეში ცხოვრობს ზოგი ტროპიკულ ჰავაში მერე რა უნდა თქვა უი დაგვცხაა გაგვაგრილეთო თუ რა ბაზარია wink am
0
№2
ავტორი: RojoDiablo
8 დეკემბერი 2016 15:05
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: LASHQARA
ბაზარი არაა იქ იქნება დედისწიოკი სიცივე მაგრამ ესენიც ქალიშვილებივით იქცევიან მიდი და ითამაშე აბა ზოგი მთაში და სიცივეში ცხოვრობს ზოგი ტროპიკულ ჰავაში მერე რა უნდა თქვა უი დაგვცხაა გაგვაგრილეთო თუ რა ბაზარია wink am

ასე ადვილი არაა. სიცხეში თამაში უკეთესია, ვიდრე სიცივეში, მითუმეტეს ყინვაში. მოედანი არ ვარგა საერთოდო და ბურთი რომ დასრიალებს გორაობის მაგივრად, როგორ გინდა წესირად ითამაშო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: manuchari
8 დეკემბერი 2016 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
მერე ამთაც ისრიალონ ეს მანიუა და ყველგან უნდა ითამაშონ აბა მილიონებს სახში ჯდომისთვის ვინ მიცემს კეთილი ინებონ და ითამაშონ და თან მოიგონ თუ ცივა ირბინონ და გახურდებიან მეკარეა ცოდვა თორემ დანარჩენებს არფერი მოუვად
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
8 დეკემბერი 2016 17:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ეს სანამ უეფასგანაც არ მიიღებს ჯარიმას ან დისკალიფიკაციას არ გაჩერდება wink
0
№5
ავტორი: stepno
8 დეკემბერი 2016 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
წუწუნს მოეშვით და გადაუარეთ
0
№6
ავტორი: ikeoni
8 დეკემბერი 2016 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Bazari araa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top