თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2016, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1405,
კომენტარები: 6
მიკი: "დავამტკიცე, რომ ტოპ მოთამაშე ვარ"
ჰენრიხ მხითარიანი პოზიტიურ განწყობაზეა.
მიკი:
ჰენრიხ მხითარიანი მოხარულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩატარებულ ბოლო მატჩებში თავისი შესაძლებლობების გამოვლენა შეძლო.

ორთვიანი უქმობის შემდეგ სომეხმა ფეხბურთელმა "წითლების" ბოლო ოთხი მატჩიდან სამში მიიღო მონაწილეობა და "ფეიენოორდსა" და "ვესტ ჰემთან" მოპოვებულ გამარჯვებებში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ამჯერად იგი ევროპის ლიგის ეგიდით "ზარიას" წინააღმდეგ თამაშის იმედს გამოთქვას, რაც დონეცკის "შახტიორში" ყოფნისას არაერთხელ გაუკეთებია.

"თამაში დავიწყე, ამიტომ პოზიტიურ განწყობაზე ვარ. მოხარული ვიქნები, თუკი მომავალში უფრო მეტი სათამაშო დრო მექნება, ამას წინასწარ ვერასდროს გამოიცნობ.

ნებისმიერი სიტუაციისთვის უნდა იყო მზად. მე ვიყავი და ვაჩვენე, რომ ტოპ მოთამაშე ვარ. მნიშვნელობა არ აქვს, ვითამაშებ თუ ვერა, გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად ვარ",
- განაცხადა მხითარიანმა.

ჰენრიხმა ასევე ცხადყო, რომ პირველ გუნდში თავის დამკვიდრებამდე ჟოზე მოურინიო მას ხშირად ესაუბრებოდა.

"ამაზე ლაპარაკი არ მინდა, რადგან უკვე წარსულია, მაგრამ ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით. თავიდან, როცა აქ მოვედი, მითხრა, თუ რა უნდა გამეუმჯობესებინა. ვფიქრობ, დაინახა, რომ გავაუმჯობესე და ამ დროს კიდევ ერთი შანსი მომცა.

ძალიან რთული იყო მატჩებისთვის შორიდან თვალის დევნება, მაგრამ დავამტკიცე, რომ ძირითად გუნდთან ერთად თამაში შემიძლია. ახლა ამას გავიმეორებ და კვლავ დავამტკიცებ".


2010 წლიდან 2013 წლამდე "შახტიორში" ყოფნისას მხითარიანმა არაერთი მატჩი ჩაატარა "ზარიას" წინააღმდეგ და ბუნებრივია, რომ უკრაინული ჟურნალისტები მას ამის შესახებ ჰკითხავდნენ.

"უკრაინაში ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა. ძალიან კარგი მოგონებები მაქვს. ოთხი საოცარი წელი გავატარე და ოდესაში ჩატარებული ჩემი ბოლო მატჩი გამორჩეული იყო, რადგან "შახტიორის" რიგებში ჩემი პირველი ჰეთ-ტრიკი გავიტანე, ასე რომ, მიხარია აქ დაბრუნება".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 დეკემბერი 2016 16:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რომ იცოდე, შენი რა მაგრად მეიმედება და როგორ გგულშემატკივრობ love

ჩავთვალოთ, რომ ჯერ სრულიად არ გამოგივლენია პოტენციალი. ყველამ კარგად ვიცით, რაც შეგიძლია და იმედია, უკან არ წავა შენი საქმე.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: SANDROGRIGA
8 დეკემბერი 2016 17:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გოლიღა აკლია სრული ადაპტაციისთვის და ეგაა
1
№3
ავტორი: kantona-7
8 დეკემბერი 2016 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ჯერ არაფერი დაუმტკიცებია მანჩესტერში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: MEMPHIS 7
8 დეკემბერი 2016 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კარგი ბიჭია მიკი მშრომელი და ძაან ტექნიკური
1
№5
ავტორი: stepno
8 დეკემბერი 2016 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეს ერთერთი ის ფეხბურთელია რომლისაც ძალიან მეიმედებაა
1
№6
ავტორი: ikeoni
8 დეკემბერი 2016 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Magarii gvyavs da kide bevrad uket atamashdeba ❤️
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top