თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2016, 09:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1947,
კომენტარები: 10
მოურინიომ შერჩეულ შემადგენლობაზე ისაუბრა
მთავარი მწვრთნელის კომენტარი მის მიერ გაკეთებულ არჩევანზე.
მოურინიომ შერჩეულ შემადგენლობაზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი მოხარულია, რომ ევროპის ლიგის მატჩში ერიკ ბაიის გამოყენების საშუალება ექნება.

აფრიკელმა ფეხბურთელმა "ჩელსისთან" ოქტომბერში გამართულ მატჩში მიიღო ტრავმა და მას შემდეგ არ უთამაშია, თუმცა "ევერტონთან" შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე მოხვდა. ბაიის დაბრუნებით მოურინიოს კიდევ ერთი არჩევანი ეძლევა დაცვის ცენტრში, სადაც ბოლო დროს ფილ ჯონსი და მარკოს როხო თამაშობენ.

"წითლებს" ერთი ქულა სჭირდებათ იმისათვის, რომ ჯგუფიდან გასვლა გაინაღდონ.

"მეტი არჩევანის ქონა გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჯონსი და როხო საოცრად თამაშობენ, მაგრამ ისინი ზედიზედ ყველა მატჩს ატარებენ.

ახლა ბაიი დაგვიბრუნდა, თუმცა ვიცით, რამდენიმე კვირაში დავკარგავთ, რადგანაც აფრიკის ეროვნულ თასზე მიდის. შობის პერიოდში, როცა ყოველ სამ დღეში მოგვიწევს თამაშის ჩატარება, ძალიან მნიშვნელოვანია დამატებით ერთი არჩევანის ქონა",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

როცა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე იმ ფეხბურთელების შესახებ ჰკითხეს, ვინც მანჩესტერში დარჩნენ, მოურინიომ უპასუხა: "ფეხბურთელები, რომლებიც უნდა დამეცვა, მანჩესტერში არიან, ვინც ჩამოვიყვანე, სათამაშოდ ჩამოვიყვანე".

რაც შეეხება მატჩს, მოურინიომ დაამატა: "ჩვენთვის გადამწყვეტი მატჩია. თუ წავაგებთ, გავვარდებით. ჩვენ კი არ გვინდა გავარდნა, ტურნირზე ასპარეზობის გაგრძელებას ვაპირებთ. "ზარია" უკვე გავარდა, მაგრამ ერთი მატჩი აქვთ სათამაშო და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას ეცდებიან.

დღეს ამ ტურნირზე ვართ, ხვალ მისი მოგება მოგვინდება და პლეი-ოფში გასვლა. რაც შეიძლება შორს უნდა წავიდეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ და პირველი ნაბიჯი რთულია, რაც ჯგუფიდან გასვლას გულისხმობს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 დეკემბერი 2016 10:06
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გამოდის, დეპაი აღარ ითვლება ამის გუნდის წევრად, მოსაფრთხილებელი რა ჰქონდა მაგას, ძალიან გადაღლილია თუ რაა? თავის თავს დააბრალოს მემფისმა.

ცოტა ხანში მხითარიანის კომენტარი დაიდება და მიხვდებით, რა განსხვავებაა თამაშის სურვილის მქონე ფეხბურთელსა და ფულის მოყვარულს შორის
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: SANDROGRIGA
8 დეკემბერი 2016 10:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დეპაის ყოფნას რა აზრი აქ უკვე გუნდში :/
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
8 დეკემბერი 2016 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
რუნი
მარსიალი მატა მხითო
ერერა პოლი
ბლინდი ბააი ჯონსი ფოსუ-მენსა
რომერო აი ეს სასტავი კაი იქნება
0
№4
ავტორი: mogeba
8 დეკემბერი 2016 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
depai albat mondomebit ar varjishobbs ise nabij nabij kiara migeba minda evropasi da erri romaa seriozili gundi
0
№5
ავტორი: LASHQARA
8 დეკემბერი 2016 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
იბრა
მარსიალი რუნი მხითო
ფელაინი პოგბა
ბლინდი ბააი ჯონსი ფოსუმენსა.. am ეს სასტავი რომ ისეთ პოზიციებზე სადაც ხალხი გვჭირდება ტრამვებმა ხელი არ შეგვიშალოს ტოტენჰემთან და ამ ჯგუფიდან გასვლაც რომ მოვახერხოთ love am
0
№6
ავტორი: gache1991
8 დეკემბერი 2016 13:40
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
აქ მაინც ატამაშოს ბლინდი ერერას ადგილას..რაღAცა ნახოს ახალი.ისევ იბრაბწინ მარტო და კაროჩე
0
№7
ავტორი: vanovano
8 დეკემბერი 2016 15:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
პოგბას დაყენება აუცილებელი არაა
0
№8
ავტორი: stepno
8 დეკემბერი 2016 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დეპაი იმენა დაიკიდა რა
0
№9
ავტორი: ikeoni
8 დეკემბერი 2016 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Uechveli movigebt
0
№10
ავტორი: shotkin
8 დეკემბერი 2016 21:28
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: RojoDiablo
გამოდის, დეპაი აღარ ითვლება ამის გუნდის წევრად, მოსაფრთხილებელი რა ჰქონდა მაგას, ძალიან გადაღლილია თუ რაა? თავის თავს დააბრალოს მემფისმა.

ცოტა ხანში მხითარიანის კომენტარი დაიდება და მიხვდებით, რა განსხვავებაა თამაშის სურვილის მქონე ფეხბურთელსა და ფულის მოყვარულს შორის

100%
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top