ჰენრიხ მხითარიანმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მის ცუდ სტარტში ერთადერთი ადამიანია დამნაშავე და ეს თავად ფეხბურთელია.
სომეხი ფეხბურთელის თქმით, ჟოზე მოურინიოს ბრალი არ არის, რომ "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის შემდეგ იგი მოედანზე არ გამოჩენილა.
"პრობლემა მასში კი არა, ჩემში იყო. ახლა მესმის, რატომ. შანსი მივიღე და მას გამოვიყენებ, ძალიან მნიშვნელოვანია "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი ყოფნა.
"სიტისთან" ცუდად ვითამაშე, მაგრამ ვიშრომე. შანსის კიდევ ერთხელ მისაღებად ძალას არ ვიშურებდი. მწვრთნელს ხუთი თუ ექვსი ფეხბურთელი ჰყავს ჩემს პოზიციაზე, მაგრამ უკვე ვიცი, როგორ დავეხმარო", - განაცხადა მხითარიანმა.