თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2012, 16:59
ავტორი: razma21,
ნანახია: 4163,
კომენტარები: 20
ჩიჩარიტო!
ცოტა რამ ხავიერ ერნანდესზე.
ჩიჩარიტო!
ხავიერ ერნანდეს ბალკაზარი დაიბადა 1988 წლის 1 ივნისს მექსიკაში. ამჟამად ის “მანჩესტერ იუნაიტედში” და მექსიკის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს თავდამსხმელის პოზიციაზე. “წითლების” შემადგენლობაში ის 2010 წლის 1 ივლისს ჩაირიცხა, ხოლო ოფიციალურ მატჩში დებიუტი ამავე წლის 8 აგვისტოს ჰქონდა. რაც შეეხება მექსიკის ეროვნულ ნაკრებს, ერნანდესი პირველად 20 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. ის მოხვდა იმ 21 ფეხბურთელს შორის, რომლებიც 2007 წელს კოლუმბიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ. მაშინ მან 11 ნომრიანი მაისური მოირგო. მექსიკის ნაკრებში დებიუტი 2009 წლის სექტემბერში ჰქონდა კოლუმბიასთან. მან ასევე მონაწილეობა მიიღო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და 2011 წლის კონკაკაფის ოქროს თასზე. ამ უკანასკნელ ჩემპიონატში მექსიკის ნაკრებმა თასი მოიგო, ხოლო ხავიერმა თავი გამოიჩინა და 7 გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. შემოგთავაზებთ ამ ტურნირზე მის გატანილ საუკეთესო გოლს.



სურათზე ის ფინალის შემდეგ თასით ხელში არის
.

ჩიჩარიტო!


მეტსახელი “ჩიჩარიტო”.



ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, ხავიერ ერნანდესს მაისურზე არა მისი გვარი, არამედ მეტსახელი ჩიჩარიტო აწერია. ეს მეტსახელი მისი მამისგან ხავიერ ერნანდეს გუტიერესისგან (სახლეგანთქმული მექსიკელი ფეხბურთელი) მომდინარეობს. მამამისს მწვანე თვალები ჰქონდა, მწვანე – როგორც მუხუდო. ამიტომ მას შეარქვეს “ჩიჩარო”, რაც ესპანურად “მუხუდოს” ნიშნავს, ხოლო როდესაც ხავიერი მოევლინა ქვეყანას მას “ჩიჩარიტო” უწოდეს, რათა ყველას ცოდნოდა, რომ ის “ჩიჩაროს” შვილი იყო.

ჩიჩარიტო ოჯახთან ერთად.


ჩიჩარიტო!


“ჩივასიდან”- “იუნაიტედში”.




ხავიერ ერნანდესთან მოლაპარაკებებს “იუნაიტედის” მთავარი სკაუტი ჯიმ ლაულორი აწარმოებდა. ჩიჩარიტომ თქვა: “როდესაც მე შევხვდი ჯიმს, მითხრა, რომ ის აკვირდებოდა ჩემ თამაშს “ჩივასში” და რომ ჩემით “იუნაიტედი იყო დაინტერესებული. მე გაოგნებული ვიყავი. მაგრამ სანამ ლაულორი მე მესაუბრებოდა, მამაჩემს შეხვდა და უთხრა, რომ მანჩესტერი ჩემ შეძენას აპირებდა. როდესაც ეს მითხრა მე თავი ვერ შევიკავე და სიხარულისგან ტირილი დავიწყე. ამას ვერ ვიჯერებდი”.

ერთი შეხედვით, ყველას სურს მის ნაირად მოხვდეს იუნაიტედში, მაგრამ არც ისე ადვილად იყო მანმადე საქმე . ჩიჩარიტო ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა. ჩივასის პირველ გუნდში მას ბევრი რამ არ გამოზდიოდა რის შემდეგაც მან დაუსვა თავის თავს კითხვა: “ღირს თუ არა ფეხბურთის გაგრძელებაი ვარ თუ არა საკმარისად კარგი რომ ვითამაშო ეს სპოტი”? (ასევე მას პრობლემები ჰქონდა ჩივასის მთავარ მწვრთნელთან.) მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჩიჩარიტომ ოჯახთან ერთად მიიღო, მან ეს ყველაფერი ოჯახის წევრებს უამბო და მათი რჩევების შემდეგ გადაწყვიტა გაეგრძელებინა ფეხბურთის თამაში. რაც სწორი გადაწყვეტილება გამოდგა.

ერნანდესი თავის ქვეყანაში ყველას უყვარს.


ჩიჩარიტო!


ინტერვიუ UEFA.COM _თან. ჩაწერის თარიღი: 2011 წელი.




თქვენმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ თქვენ გადააჭარბეთ ყველა მოლოდინს. ეთანხმებითი როგორ შეძელით ასეთი სწრაფი წინსვლა?

პირველი წელი გამოდგა საოცარი. ამას არ ელოდა არც მწვრთნელი, არც მე და არც ჩემი ოჯახი.ყოველთვის მსურს, რომ ყველაფერი კარგად წავიდეს , მაგრამ მე არ მეგონა, რომ ეგრევე მომეცემოდა ამდენი სათამაშო დრო. მე მეგონა რომ ვითამაშებდი რეზერვების შემადგენლობაში და მთავარ გუნდში ჩავატარებდი რამოდენიმე მატჩს და ისიც შეცვლაზე შემოვიდოდი.
გუნდში მოსვლამდე მე ვოცნებობდი რომ მომეცემოდა შესანიშნავი შანსი.მინდოდა, რომ ჩემი გუნდელები შემხვედროდნენ თბილად, რადგან მე ამ დამოკიდებულებას ვიყავი შეჩვეული მექსიკაში.მე უნდა მიხაროდეს რომ აქ ვარ და ასევე უნდა ვიმუშავო ბევრი. ვიცი რომ ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სპორტია. შეიძლება მე მქონდეს როგორც კარგი დღეები ასევე ცუდი. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.

რაც უფრო მეტს მუშაობ, მით მეტია შედეგი. მართალია?

რათქმაუნდა,თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად,მიიღწევა შედეგი ნებისმიერ სიტუაციაში არამარტო სპორტში, არამედ სხვა სფეროებშიც.ამ გუნდში ბევრი შესანიშნავი მოთამაშეა, ამიტომ შენ უნდა გააკეთო რაღაც თავისებური. ყოველთვის უნდა იმუშავო არამარტო შენ სუსტ ადგილებზე არამედ ძლიერებზეც. მე ვციდლობ ფიზიკურად განვითარდე, რადგან მე არ ვარ საკმაოდ მაღალი და არ მაქვს შესაშური მონაცემები.მე მეხმარება მთელი სამწვრთნელო პერსონალი, რომ მე მთლიანად ვაკმაყოფილებდე პრემიერ-ლიგის მოთხოვნილებებს.

როგორც ჩანს, თქვენი და რუნის წყვილი არის კარგი.ასეა ეს?

დიახ.ყველა თავდამსხმელი მანჩესტერში- უეინ რუნი, დიმიტარ ბერბატოვი, მაიკლ ოუენი არიან ნიჭიერი მოთამაშეები. ამიტომ მათთან შეთამაშება არის ადვილი. ეს მარტო რუნიზე არარის.აქ თამაშობენ მსოფლიო კლასის ფეხბურთელები.ისინი ყოველთვის თამაშობენ გუნდისთვის.მე უნდა გავაკეთო ყველაფერი,როგორც ისინი აკეთებენ. ყოველივე ჩვენგანს აქ თავისი ძლიერი მხარეები, რომელიც უნდა ჩაიდოს საერთო საქმეში.მოგებები, მედლები და გუნდის ტიტულები - ეს ყველაზე მთავარია.

შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენ გიყვართ ფეხბურთი , როგორც უეინს?

დიახ რათქმაუნდა. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ვხედავ რომ უეინი და სხვა მანჩესტერი ფეხბურთელები ფიქრობენ იგივეს.ჩვენ გვიყვარს ეს სპორტი და ვცოცხლობთ ამით.

თავის დროზე ფერგიუსონიც იყო თავდამსხმელი. გაძლევთ ის რჩევებს?

მუდმივად.მწვრთნელი მითმობს შედარებით მეტ დროს, ვიდრე სხვებს.ალბათ, იმიტომ რომ მე პირველი წელია რაც აქ ვარ.ამიტომ ის ყურადღებით აკვირდება, რომ ყველაფერი კარგად მქონდეს.ყველაფრით ვარ კმაყოფილი.ვარჯიშების და თამაშების დროს ის მეუბნება ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ ვიმოქმედო.მე ვცდილობ რომ დავიმახსოვრო ყოველი რჩევა ფერგიუსონისგან.

სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედში”




“იუნაიტედში” სეზონი ჩიჩარიტომ შესანიშნავად ჩაატარა. “წითლების” მაისურით მან 40 შეხვედრა ჩაატარა და 25 გოლის გატანაც მოახერხა, რაც პირველი სეზონისათვის დამეთანხმებით შესაშური შედეგია. სეზონის ბოლოს მას ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზეს რადგან ხავიერით ბევრი გრანდი ინტერესდებოდა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ერნანდეს ჰკითხა აპირებდა თუ არა ის იუნაიტედის დატოვებას , მან კი ასე უპასუხა: “მე იუნაიტედში თამაში მიყვარს, მსურს აქ მრავალი წელი გავატარო, ხოლო უკვე ფეხბურთის დანებებაზე რომ დავიწყებ ფიქრს მინდა მექსიკაში დავბრუნდე და იქ დავამთავრო ჩემი კარიერა”.
მან ერთ სეზონში გუნდთან ერთად ბევრი რამ მოახერხა, მოიგო პრემიერ-ლიგის მეცხრამეტე სარეკორდო ტიტული და ასევე ითამაშე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონას წინააღმდეგ. სადაც იუნაიტედი 3-1 დამარცხდა. რაც შეეხება რიგით მეორე სეზონს, პირველთან შედარებით წარუმატებელი გამოდგა, ამის მთავარი მიზეზი გაუთავებელი ტრამვიანობა იყო. მან სამი სერიოზული ტრამვა მიიღო რის შემდეგადაც დიდი დრო გაუცდა, ხოლო დაბრუნების შემდეგ ვერ ჩადგა სათანადო ფორმაში. მაგრამ, მან 13 გოლის გატანა მაინც მოახერხა.

ერნანდესი აცხადებს რომ ის ვალშია ფერგიუსონთან: “მე ძალიან მოტივირებული ვარ, ამ შესანიშნავი სეზონის შემდეგ. მე ვალში ვარ სერ ალექსთან, რადგან მან მომიყვანა ევროპაში. ჩემი ოცნებები გრძელდება. მე მინდა მოვიგო ბევრი ტიტული იმ გუნდისთვის, რომელმაც გამიხსნა კარი დიდ ფეხბურთში.

ფინალის შემდეგ დამწუხრებული რუნი და ხავიერი.


ჩიჩარიტო!


ავტორი: გიორგი რაზმაძე (RazMa.)
ბიოგრაფიები
20 კომენტარი
№1
ავტორი: razma21
14 ოქტომბერი 2012 17:01
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ძალიან მაგარი პიროვნებაა და ძალიან მიყვარს love მეტი სათამაშო დრო ჭირდება და გოლებს გოლებზე შეყრის derphappycry
0
№2
ავტორი: UTD-Rule
14 ოქტომბერი 2012 17:02
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ეხლა საკაიფო ფორმააშია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: rooney-nika
14 ოქტომბერი 2012 17:03
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
დაიწყო რაზმას გასაოცარი სიახლეები love ძველს საიტზეც ეგრე იყიო:* სააღოლ ის მეცოდება ის საიტი მარა მატ ტავს უნდა დააბრალონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№4
ავტორი: w.rooney
14 ოქტომბერი 2012 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
magari kaci
0
№5
ავტორი: Ví Ví
14 ოქტომბერი 2012 17:04
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ჩიჩა მაგარი კაცია <3 derpthumb
0
№6
ავტორი: UTD-Rule
14 ოქტომბერი 2012 17:06
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
წავიდა ფავორიტებში და წავიკითხავ მერე smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: vIP
14 ოქტომბერი 2012 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
მაგარია ჩიჩა ნეტა ისევ ისე ათამაშდეს როგორც პირველ წელს
0
№8
ავტორი: VaRdo
14 ოქტომბერი 2012 17:13
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეს შენ და გიოს განსაკუთრებულად მოგეწონებად. ფავორიტებშიც ჩააგდებთ derphappycry კარგია საღოლ რაზმა :*:*:*:*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: razma21
14 ოქტომბერი 2012 17:16
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
rooney-nika,
love
0
№10
ავტორი: GeorgeBest
14 ოქტომბერი 2012 17:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგარი კაცია love მეტი თავდამსხმელი არ დავინახო გუნდში! პერსიზეც დავთმე cerealguy troll

საღოლ გიო, ძაან მაგარია foreveralonehappy ფავორიტებში ესეც megustamucho
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top