თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1723,
კომენტარები: 9
სტამი: "ჩემს გუნდს არაფერი აქვს დასაკარგი"
იაპ სტამი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას მოუთმენლად ელის.
სტამი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა და "რედინგის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა იაპ სტამმა ინგლისის თასის კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა, რომლითაც მიუსი ყოფილი და ამჟამინდელი გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

"კენჭისყრის შედეგის შესახებ ჩვენი მწვრთნელის, სტივენ რიდისგან გავიგე. შეტყობინება გამომიგზავნა: "საინტერესო მატჩი იქნება!". თავიდან ვიფიქრე, რომ შაბათის მატჩს გულისხმობდა, მაგრამ მერე წავიკითხე, რომ "იუნაიტედს" ვხვდებით.

რა თქმა უნდა, კარიერის დასრულების შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" აქამდეც დავბრუნებულვარ სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ახლა 80 ათასი მაყურებლის წინაშე ინგლისის თასის მატჩის ჩატარება მოგვიწევს და ეს დაუჯერებელი იქნება.

გავიგე, "ოლდ ტრაფორდი" ჯერ კიდევ მღერის ჩემდამი მოძღვნილ სიმღერას, რაც კარგის ნიშანია. "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდებული წლები გამიტარებია და დღემდე მიყვარს ეს კლუბი თავისი გულშემატკივრებითურთ.

ყოველთვის სასიამოვნოა ამ სტადიონზე დაბრუნება, რადგან იქ ჯერ კიდევ მუშაობს ის ხალხი, რომელიც ჩემს დროს იყვნენ. ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს არსად წასულხარ.

ბევრი მოგონება მაქვს ინგლისის თასთან დაკავშირებით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ახლა ჩემს გუნდს არაფერი აქვს დასაკარგი. ეს არ ნიშნავს, რომ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ჩამოვალთ და "იუნაიტედს" რამდენიმე ლამაზ გოლს გავატანინებთ. ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ და მაქსიმუმის გაკეთებას ვეცდებით.

საინტერესო იქნება "იუნაიტედის" შემადგენლობის ხილვაც - ჩვენ წინააღმდეგ ძირითადი შემადგენლობა გამოვა თუ არა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ძლევამოსილი გუნდი იქნება. დიდი კლუბია, რომელსაც დიდი მწვრთნელი ჰყავს, ასე რომ, ვნახოთ, რას მოვახერხებთ".
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: MEMPHIS 7
8 დეკემბერი 2016 09:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
სტამ შენი დიდი პატივიცემის მიუხედავად დიდი ანგარიშით უნდა მოგიგოთ
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
9 დეკემბერი 2016 13:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კედელი winked
1
№3
ავტორი: gache1991
9 დეკემბერი 2016 13:45
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
umagresi mcveli iyo.mara gonebashezgudulis shtabechdilebas tovebda da mikvirs mwvrtneli ro gaxda..
0
№4
ავტორი: dybbuk
9 დეკემბერი 2016 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ჩემი ერთერთი ფავორიტი ცენტრალური მცველია ვისი თამაშიც მინახავს და მანიუში რო იყო ეგ თავისთავად უფრო ზრდის ჩემს სიმპატიებს მისი ტალანტის მიმართ, არვიცი ნანახი გაქვთ თუ არა მისი ინტერვიუ, მცირე ხნიანი ვიდეო რგოლი იყო სტამის ინგლისურ კარიერაზე და რაც მან მოყვა თუ როგორ გააგდო ფერგიუსონმა ეგ ჩემთვის დღემდე გაუგებარია, შემდეგ ფერგიც წერს რო დიდი შეცდომა დაუშვა მისი გაშვებით, ევრო2000ზე წარბს რო უკერავდნენ პირდაპირ თამაშის დროს და მოედანზე შესვლა რო ეჩქარებოდა ეგ დაუვიწყარ მომენტად დარჩება ჩემს მეხსიერებაში, წარმატებებს ვუსურვებ სტამს ოღონდ ჩვენთან არა ;)
1
№5
ავტორი: - ReDevil
9 დეკემბერი 2016 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
იმედია ისეთი დაცვა არ გყავს, როგორიც შენ იყავი თორე გოლის გატანა გაგვიჭირდება wink
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Look This Legend
№6
ავტორი: LASHQARA
9 დეკემბერი 2016 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ციტატა: gache1991
umagresi mcveli iyo.mara gonebashezgudulis shtabechdilebas tovebda da mikvirs mwvrtneli ro gaxda..

ისე ნევილზე კარგად კი დაიწყო და თუ დააბრუნა რედინგი პრემიერლიგაში დიდი მიღწევა იქნება love მე ვგულშემატკივრობ ამ კაცს და ყველა მანჩესტერელს ვინც კარგად დაგვამახსოვრა თავი, მაიმუნური ტრანსფერებით მოხვედრილებს და მტრისბანაკში წასულების გარდა am
0
№7
ავტორი: ikeoni
9 დეკემბერი 2016 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Sasiamovnoa am sityvebis mosmena magram.....)))
0
№8
ავტორი: gela-manutd
9 დეკემბერი 2016 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
love
0
№9
ავტორი: stepno
9 დეკემბერი 2016 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Mgoni didi angarishit waagebt iap. Ise magrad mevasebi ra :-D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top