თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2016, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1425,
კომენტარები: 7
პერეირა: "მოურინიო ხშირად მესაუბრება"
ანდრეას პერეირას მოურინიოსთან ხშირი კონტაქტი აქვს.
პერეირა:
ანდრეას პერეირა აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიოს მასთან რეგულარული კონტაქტი აქვს და საჭიროების შემთხვევაში, "ოლდ ტრაფორდზე" დასაბრუნებლად მზადაა.

20 წლის პერეირა იჯარის წესით ასპარეზობს "გრანადას" რიგებში და მან უკვე მოახერხა პირველი გოლის გატანა "სევილიას" კარში, თუმცა ამისთვის 13 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობისას პერეირამ 11 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედში", მაგრამ ჰოლანდიელის ადგილი ჟოზე მოურინიომ დაიკავა, რომელმაც პერეირა გაანათხოვრა.

"მატჩების შემდეგ რეგულარულად მეკონტაქტება და მესაუბრება. "მანჩესტერ იუნაიტედს" თუ დავჭირდები, ყოველთვის მზად ვარ.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბი პრობლემებს განიცდის, ესპანეთში კარგი გამოცდილება მივიღე. ყოველ მატჩში ვვითარდებით და ბოლო ორმა შეხვედრამ აჩვენა, რომ სწორი გეზი გვაქვს აღებული.

აქ მატჩების ჩასატარებლად მოვედი და ტოპ-ჩემპიონატში გამოცდილებას რომ მივიღებ, უკან დავბრუნდები და ადგილისთვის ვიბრძოლებ", - განაცხადა ბრაზილიელმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
7 დეკემბერი 2016 18:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვან გაალმა არ მისცა შანსი, ლინგარდი სულ ძირიტადში იყო გამოჭიმული და ამას 5 წუთს არ ათამაშებდა
1
№2
ავტორი: kantona-7
7 დეკემბერი 2016 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ძალიან მომწონს ესბიჭი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№3
ავტორი: vanovano
7 დეკემბერი 2016 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
კაი კაცი ხარ
0
№4
ავტორი: mogeba
7 დეკემბერი 2016 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
momwons es biji dalian gamogvadgeba
0
№5
ავტორი: ikeoni
7 დეკემბერი 2016 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magaria da imedia joze daibrunebs da micens shans
0
№6
ავტორი: shotkin
7 დეკემბერი 2016 21:33
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მაგაკი კაცია სწრაფია ტექნიკური თუ უფრო განვითარდა და მეტი კრეატიულობა შეიზინა კაია პოტენციალი აქვს მარა სუსტია პრემიერლიგისთვის თან ეს 4 3 3 სისტემას უფრო მოუხდება ფლანგის შემტევად და დააბრუნოონ და იბრძოლოს იმედია გამოუვა ყველაფერი ესეთი სწრაფი და ტექნიკური ხალხი გვწირდება ვინც თამაშს გაამწვავებს მარა უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიდეს რო ხშირად ითამაშოს მანიუში
0
№7
ავტორი: stepno
7 დეკემბერი 2016 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დააბრუნოოს რაა :)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top