თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2016, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1602,
კომენტარები: 9
მარსიალი: "უკრაინაში რთული პირობები დაგვხვდება"
ენტონი მარსიალი ბუნებრივ და საფეხბურთო გარემოს უფრთხის.
მარსიალი:
ენტონი მარსიალი "ზარიასთან" მატჩისთვის "მანჩესტერ იუნაიტედს" პოზიტიური განწყობის შენარჩუნებასა და უჩვეულო პირობებისთვის შეგუებას მოუწოდებს.

"წითლები" პირველად ეწვევიან უკრაინის სამხრეთს, სადაც ქალაქ ოდესაში ერთი ქულის აღებაც კი დააკმაყოფილებთ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასასვლელად.

ოთხსაათიანი ფრენა, ნულზე დაბალი ტემპერატურა და ადგილობრივი მაყურებელი გამოწვევის დანამატი იქნება, მაგრამ მარსიალი ფეხბურთელებს ამ ფაქოტრების უგულებელყოფას ურჩევს.

"ძალიან რთულია - არა მარტო ადგილობრივი მაყურებელი, არამედ ამინდიც! სეზონის ამ დროს ძალიან ცივა.

მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული გარემოსთან შეგუება და საჭირო გამარჯვების მოპოვება.

მაქსიმალურად კარგად ემზადები და თვითმფრინავში ისვენებ, მაგრამ გონებაში მაინც გრჩება. მენტალურად ასე უნდა მიუდგე საქმეს. იმაზეცაა დამოკიდებული, რა ხდება მოედანზე; იქ შენი შესაძლებლობების გაღება ჩაგეთვლება",
- განაცხადა მარსიალმა.

"იუნაიტედმა" "ზარია" 1-0 დაამარცხა "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ მარსიალს მიაჩნია, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება "ჩერნომორეცის" სტადიონზე, სადაც 16 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბება.

"რთულ გამოწვევას ველით. საშინაო მატჩში კარგად წავიდა საქმე, მაგრამ იქ გაგვიჭირდება. მათი გულშემატკივრის წინაშე შედეგს ადვილად არ მიგვაღწევინებენ, ასე რომ, ფრთილად უნდა ვიყოთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 დეკემბერი 2016 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია არ ჩაისვრიან და ზარიას მაინც მოუგებენ areyoukiddingme
0
№2
ავტორი: stepno
7 დეკემბერი 2016 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დაუფასებლობა ნამდვილად არ არის კარგი მეტოქესი მაგრამ მთლად ესე ლაპარაკი ვითომდა ბარსელონას ან რეალს ვხვდებოდეთ ზედმეტია.
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
7 დეკემბერი 2016 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ხოო საქმეს თავიდანვე უნდა შეუდგეთ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
7 დეკემბერი 2016 18:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს მაინც მოიგეთ
0
№5
ავტორი: mogeba
7 დეკემბერი 2016 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
imedia itamashebt fexburts
0
№6
ავტორი: kantona-7
7 დეკემბერი 2016 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ზარიათან ასეთი კომენტარი მემგონი ძალიან ზედმეტია და ალბათ კაიფობს ესგაუცინარი კაცი acute2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№7
ავტორი: vanovano
7 დეკემბერი 2016 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
კაით რაა ეს მატჩი რა სალაპარაკოა
0
№8
ავტორი: ikeoni
7 დეკემბერი 2016 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Ra gagvichirdeba unda movigot ra
0
№9
ავტორი: shotkin
7 დეკემბერი 2016 21:35
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ევროპალიგის მოგებას ტუარაპირებთ ჯობია აქამდე გამოვარდნილიყავით და ტუაპირებთ ზარიას თუვეღარ მოუგეთ რაზეა ლაპარაკი გასაგებია რო მეტოქეს პატივი უნდა სცე და შესაბამისად ილაპარაკო ამრა ესეც არშეილება მანჩესტერის ფეხბურთელი ხარ და გუნდი ზორიას ხვდება ცოტა მეტი სიტამამე მარსიალ სითამამე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top