თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2718,
კომენტარები: 12
მარუან ფელაინის არასაჭიროების 9 მიზეზი
9 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა ირიცხებოდეს მარუან ფელაინი "მანჩესტერ იუნაიტედში".
მარუან ფელაინის არასაჭიროების 9 მიზეზი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბევრმა გულშემატკივარმა მძიმე შეგრძნებები გამოსცადა, როცა "ევერტონთან" მატჩის 88-ე წუთზე მარუან ფელაინიმ დაუშვა შეცდომა, რომელსაც პენალტი და "წითლების" კარში გოლი მოჰყვა.

ფელაინიმ მოედანზე მხოლოდ სამი წუთი გაატარა, მაგრამ დროის სიმცირეს მისთვის ხელი არ შეუშლია ძალიან სახიფათო, იქვე გოლად გარდასახული მომენტი შეექმნა.

გრძელფეხება მარუანმა ბურთის წართმევის იმედად გაიწვდინა ფეხი, მაგრამ მხოლოდ იდრისე გეიეს წაქცევა მოახერხა, რითაც თავის ყოფილ გუნდს პენალტი აჩუქა.

ლეიტონ ბეინსმა თერთმეტმეტრიანი გარდასახა, ჟოზე მოურინიოს გუნდმა კი ძალიან მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. ფელაინი ალბათ, თავს დამნაშავედ და იმედგაცრუებულად გრძნობს.

არადა, მარუანისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა უნდა ყოფილიყო: ბელგიელი 2013 წლის სექტემბერში შეუერთდა "იუნაიტედს" და თავისი მეასე მატჩი ჩაატარა. ეს მრგვალი თარიღი კი ძალიან ლამაზად აღნიშნა.

Squawka-მ შეკრიბა 9 საკმაოდ საყურადღებო მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა დაიშვას ბელგიელი "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში.

საჭირო არ არის


ჟოზე მოურინიოს დიდი არჩევანი აქვს ნახევარდაცვის ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელებისა. პოლ პოგბა, ანდერ ერერა, მაიკლ კერიკი, მორგან შნეიდერლინი და ბასტიან შვაინშტაიგერიც ხომ უკეთ თამაშობენ ამ პიზიციაზე, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში კი ჰენრიხ მხითარიანსა და ხუან მატასაც შეუძლიათ თავის გართმევა.

მუდმივად ჯარიმდება

"ოლდ ტრაფორდზე" მისვლის შემდეგ, ფელაინიმ 216-ჯე დაარღვია თამაშის წესი - 40-ით მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის შედეგი ამავე პერიოდში. თანაც ამ მაჩვენებელს ისე მიაღწია, რომ ძირითადში რეგულარულად არ თამაშობდა. წართმევისას მეტწილად სიფრთხილეს არ იჩენს, ძალიან ხშირად იყენებს იდაყვს და მოუხერხებელია.

ბურთს ძალიან ფრთხილად ეპყრობა


"იუნაიტედში" გატარებული დროის განმავლობაში მარუანმა სულ 2 555 პასი გააკეთა. მათგან მხოლოდ 1327 (51%) გადაცემა გაკეთდა წინ. შედარება? კერიკმა ამ პერიოდში ორჯერ მეტი გადაცემა გააკეთა, მათი 70% კი მეტოქის კარისკენ იყო მიმართული (2931).

მარუან ფელაინის არასაჭიროების 9 მიზეზი


არათუ სპეციალისტი, არამედ ოსტატი

ფელაინის ხშირად აღიქვამენ, როგორც მებრძოლ ნახევარმცველს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველთვის ერთვება ბრძოლაში, გამარჯვებული მისგან ხშირად ვერ გამოდის.

2013 წლის სექტემბრის შემდეგ მარუანმა 116 ორთაბრძოლა მოიგო. ანდერ ერერა ერთი წლის შემდეგ მოვიდა, უფრო იშვიათად გამოდიოდა სასტარტო შემადგენლობაში, სტატისტიკაში კი მას 110 უწერია.

მეორე სართულზე თამაშშიც კი არა რის კარგი


ფელაინის სიმაღლე 194 სანტიმეტრია. რა თქმა უნდა, საჰაერო ორთაბრძოლებში კარგი უნდა იყოს, მაგრამ ისეთ მატჩებში ათამაშებენ, სადაც ფიზიკური ძალის დემონსტირება და მისი გაბარიტების გამოყენება იქნება საჭირო.

მონაცემების მცირე ანალიზი გვარწმუნებს, რომ ამ კომპონენტში არც ისე კარგია. 238 მოგებული ორთაბრძოლა ცუდი არაა, ოღონდ კრის სმოლინგს უფრო მეტი აქვს (269), მაგრამ აი, წუნი - 238-დან მხოლოდ 57%-ა წარმატებული.

ბელგიელი მხოლოდ თავისებური "უნიკალური სავაჭრო ნიშნის" გამო აიყვანეს.

მარუან ფელაინის არასაჭიროების 9 მიზეზი


გოლებს ვერ იტანს

"ევერტონში" გატარებული ხუთი წლის განმავლობაში ფელაინიმ 25 გოლი გაიტანა. მაშინ ხშირად გამოდიოდა ცენტრფორვარდის ან შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, ასე რომ, შედეგი შთამბეჭდავი არ არის. რისი იმედი უნდა გვქონოდა "იუნაიტედში"?

"კანფეტების" დატოვების შემდეგ მარუანის ანგარიშზე 7 გოლია. მათგან 6 2014/15 წლების სეზონში გაიტანა, ახლანდელი უგოლო სერია კი 2015 წლის დეკემბრის შემდეგ გრძლდება.

შემთხვევითი ფეხბურთელია

პრემიერ ლიგაში შესაძლოა 128 მატჩიდან ფელაინიმ მხოლოდ 34 ჩაატარა სრულად. ეს 26 პროცენტია.

არც დევიდ მოიესი, არც ლუი ვან გაალი, არც ჟოზე მოურინიო არ ენდობოდნენ ბოლომდე. 29 წლის ფეხბურთელი არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი მოთამაშე და საეჭვოა, გახდეს.

ფიცხი ხასიათი აქვს

მოსვლის შემდეგ 15 ყვითელი ბარათი. მხოლოდ უეინ რუნის (22) აქვს უფრო მეტი.

მაგრამ საქმე მხოლოდ ბარათები არ არის. ბელგიელი ხშირად ხდება ინციდენტების მონაწილე (მეტწილად თავისი იდაყვის გამო) და ეს ნიშნავს, რომ მწვრთნელი ბოლომდე ვერ იქნება დარწმუნებული დაძაბულ მატჩში მის ემოციებთან გამკლავებაში.

მარუან ფელაინის არასაჭიროების 9 მიზეზი


უიღბლოა და ეს ფაქტია

2015/16 წლების სეზონის მატჩების, რომელშიც მარუან ფელაინი თამაშობს, მხოლოდ 34.4% სრულდება "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებით. მის გარეშე კი ეს მაჩვენებელი 60.8%.

საზიზღარი სტატისტიკა.

squawka
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
7 დეკემბერი 2016 12:04
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მოკლედ მეტისმეტია უკვე, წარმოიდგინეთ ფერგის ფეხბურთელს რომ ექნა ის რაც ამან გააკეთა ევერტოთან, მიიმუმ 2-3 თვე გამოტოვებდა. გასაშვებია სასწრაფოდ!!!
0
№2
ავტორი: ManchesterU
7 დეკემბერი 2016 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
ეს ხე თავიდანვე დიდი შეცდომა იყო უბრალოდ მოიესის გუნდში გამორჩეული ფიგურა იყო და ამიტომაც მოიყვანა მოიესმა იფიქრა ალბათ რომ მანჩესტერშიც მაგარი იქნებოდა. რეალურად მანჩესტერის ნებისმიერი ფეხბურთელი ევერტონში ამაზე მეტს იზამდა.

ამის ყიდვას კუნძი ეყიდა ბიჭები წამოჯდებოდნენ მაინც.
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
7 დეკემბერი 2016 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
არაა მაგარი უნიჭო ტიპია გასაშვებია ვესბრომიჩში კაი იქნება ეგ მეტი არსად გამოდგება
0
№4
ავტორი: gache1991
7 დეკემბერი 2016 14:21
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
mshvenieri statiaa.erts davamatebdi magis poziciaze chamotvlili pexburtelebis garda blindsac sheudzlia mand dadgoma rogorc aiaqsshi da aravize nakl bad darwmunebuli var.miuxedavad chemi ererasadmi didi siyvarulisa droa daisvenos da daskvn bi gaaketos,win ar iyureba da marto roxo jonsis damakavshireblad dgas..blindi dzaalian chkviani pexburteli tamasshi minimum xutjer sheuqmnis ibras iset moments rogoric pogba ibram gaaketes vesthemtan..rato ar fiqrobs mou amaze.marto van persis ra pasi mica espanettan,yvelas ro marto robinas tauri axsovs
0
№5
ავტორი: Lee Sharpe
7 დეკემბერი 2016 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
9 მიზეზი რად უნდა, ერთის საკმარისია ყ*ეა!
1
№6
ავტორი: roonet10
7 დეკემბერი 2016 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 94
ვესთ ჰემს უნდა ამის ყიდვა wink ამ ტრანსფერზე მეტად ახლა წელს არაფერი გამიხარდება wink
1
№7
ავტორი: stepno
7 დეკემბერი 2016 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გასაშვები კიარაა მოსაყვანი არ იყო ეს:((((((((
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
7 დეკემბერი 2016 17:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მართლა ძაან ცუდია არაფერი სარგებელი არ მოაქვს სამწუხაროდ
0
№9
ავტორი: kantona-7
7 დეკემბერი 2016 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მემაინც მგონია არც მთლად ასეთი ცუდია და კარგი იქნება ამაზე მეორე სტატიაც თუდაიდება რაც წარმატებულად აქვს გაკეთებული და რამდენჯერ გადაარჩინა გუნდი>>>არცერთი ფეხბურთელი არაა შეუცდომელი თუმცა წინა თამაშზე რომ კინაგამ მომკლა ფაქტია(პენალზე) rage არაუშავს ერთი ასეთი ფეხბურთელი გუნდში საჭიროა ზამენისთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№10
ავტორი: vanovano
7 დეკემბერი 2016 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
თავიდან ბოლომდე მიზეზია ეს კაცი მანჩესტერის წაგებების
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top