თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2016, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1402,
კომენტარები: 10
"საუთჰემპტონი" ფონტეს გასაყიდად მზად არის
"წმინდანები" დაცვის ლიდერთან განშორებისთვის მზად არიან.
"საუთჰემპტონი" მზადაა თავისი კაპიტანი ჟოზე ფონტე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდოს, თუკი სათანადო წინადადებას მიიღებს.

გასულ ზაფხულს ფონტე პორტუგალიის ნაკრებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა, რის შემდეგაც მისდამი არნახული ინტერესი გამოავლინეს ევროპულმა კლუბებმა - მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედმაც", რომლის მთავარი მწვრთნელი ფოტნეს თანამემამულე და სეხნია ჟოზე მოურინიოა.

The Guardian-ი იტყობინება, რომ "წმინდანებმა" ზაფხულში ერთი წინადადება მიიღეს თავისი ვეტერანის თაობაზე, მაგრამ 7.6 მილიონი ფუნტი, რომლის გადახდასაც "ევერტონი" აპირებდა, საკმარისი არ აღმოჩნდა.

მას შემდეგ "სენტ მერის" მკვიდრებმა არაერთხელ სცადეს 32 წლის მცველის დათანხმება ახალ კონტრაქტზე, მაგრამ უშედეგოდ. ფონტეს მოქმედი შეთანხმება მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება.

მოლაპარაკებებში პროგრესის უქონლობის გამო "საუთჰემპტონმა" თავის ფეხბურთელს აცნობა, რომ იანვარში მის თაობაზე მიღებულ წინადადებებს განიხილავს. კლოდ პიუელის გუნდს მხოლოდ 5 მლნ. ფუნტზე მეტის მიღება სურს, რაც პრემიერ ლიგის სხვა კლუბების ინტერესს გაზრდის.

არსებობს ყველა შანსი იმისა, რომ ფონტესადმი ინტერესს, განაახლებს "იუნაიტედი", მითუმეტეს, რომ მოურინიოსა და მას ერთი და იგივე აგენტი ჰყავთ ჟორჟე მენდეშის სახით.

წყარო: theguardian
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
6 დეკემბერი 2016 14:34
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
didi imesi maq chven amas ar viyidit da luzerpuli vandeiks..magat chvenze metad chirdebat mcveli da amati ambavi ro vici marcxena mcvels viyidit bolos da luzeri vandeiks.romelic zustad vici dzaalian magra gamoadgeba yvelas
0
№2
ავტორი: stepno
6 დეკემბერი 2016 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რა ფონტე მოაშორეთ რაა
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
6 დეკემბერი 2016 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ვანდეიკი გვინდააა ეს რათმინდა
0
№4
ავტორი: gela-manutd
6 დეკემბერი 2016 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
გვინდა რო
0
№5
ავტორი: GeorgeBest
6 დეკემბერი 2016 17:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არაა ცუდი მცველი და საუთჰემპტონშიც საკმაოდ სტაბილურია, თუმცა ეგ ჩემი აზრით არაფერს ნიშნავს, ასაკშია და იყოს იქ სადაცაა. ბევრი ყოფილა მანდ ვარსკვლავი მარა სხვა გუნდში ვერაფერი უქნია
0
№6
ავტორი: ikeoni
6 დეკემბერი 2016 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Realurad saertod ar gchirdeba es
0
№7
ავტორი: SirAlexFerg
6 დეკემბერი 2016 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
moashoret es raa
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
6 დეკემბერი 2016 19:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასაკშია უკვე, ისე არაუშავს საშუალო დონის მცველია
0
№9
ავტორი: SAF
6 დეკემბერი 2016 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ეს დიდი ეჭვი მაქვს რომ მოუს უკვე შეთანხმებული აქვს და გვინდა არ გვინდა სხვა საკითხია და ისიც ფაქტია რომ როხო ჯონსს ორივეს ჯობია როგორც მინიმუმ და მაგათი ორივეს გაყრა იქნება შესაძლებელი ამ კაცის მოყვანით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№10
ავტორი: roonet10
6 დეკემბერი 2016 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 94
არ გვინდა ეს ასაკშია უკვე ვან დაიკის უნდა ვიყიდოთ თუ რამე ამას მირჩევნია ყოველ შემთხვევაში მაგრამ ეჭვი მაქვს რო ამას მოუ იყიდის recourse
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top