თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2016, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2063,
კომენტარები: 17
მოურინიო: "ბაიის დაბრუნება დიდი დახმარებაა"
ერიკ ბაიის დაბრუნება ჟოზე მოურინიოს ახარებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო ტრავმირებული ერიკ ბაიის მწყობრში ჩადგომის მნიშვნელობას სათანადოდ აფასებს, რამეთუ "მანჩესტერ იუნაიტედს" წინ დაძაბული გრაფიკი აქვს.

ბაიიმ, აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელმა 23 ოქტომბერს "ჩელსისთან" მატჩში მიიღო ტრავმა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ რვა მატჩს ტრიბინუდანი ადევნებდა თვალს.

თუმცა კოტ დ'ივუარელმა ფეხბურთელმა უკვე მოახერხა დაბრუნება და "ევერტონთან" მატჩში იგი გუნდის განაცხადშიც იყო.

ბაიისთან ერთად უქმობს კრის სმოლინგიც, ამ წყვილის ადგილს კი მარკოს როხო და ფილ ჯონსი იკავებენ, რომლებსაც მოურინიომ ფენომენალურები უწოდა.

"გუდისონ პარკზე" ჩატარებული მატჩის შემდეგ მოურინიომ განაცხადა:"ეს გვჭირდებოდა. ერთი და იმავე ფეხბურთელებისთვის შეუძლებელია ყველა მატჩის ჩატარება, მაგრამ ახლა არჩევანის სიმცირის გამო ხდება ეს.

ასე რომ, ერიკის დაბრუნება კარგი ამბავია, თუმცაღა აფრიკის ჩემპიონატზე მალე წავა, ამიტომ ჩვენთან ცოტა დროს გაატარებს, მაგრამ როგორც მინიმუმ შობის დატვირთულ პერიოდში დამატებით ერთი არჩევანი მექნება. ეს მნიშვნელოვანია",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: nika_nikusha
5 დეკემბერი 2016 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
კანტეს და ჩელსის რომ ვუყურებ ვხვდები მოუს გაჭირვებას, მაღალი დონის მწვრთნელია მაგრამ .......
0
№2
ავტორი: vanovano
5 დეკემბერი 2016 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
როხოს შეცვლის იმედია, ჯონსი და ბაიი იდეალური წყვილი იქნება
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
5 დეკემბერი 2016 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ციტატა: vanovano
როხოს შეცვლის იმედია, ჯონსი და ბაიი იდეალური წყვილი იქნება

ხოო ჯონსი ძალიან კარგია ბააი და ჯონსი ძალიან კარგი იქნება და დარმიანის ნაცვლად ბლინდი უნდა ათამაშოს რააა
0
№4
ავტორი: stepno
5 დეკემბერი 2016 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: MEMPHIS 7
ციტატა: vanovano
როხოს შეცვლის იმედია, ჯონსი და ბაიი იდეალური წყვილი იქნება

ხოო ჯონსი ძალიან კარგია ბააი და ჯონსი ძალიან კარგი იქნება და დარმიანის ნაცვლად ბლინდი უნდა ათამაშოს რააა

კიი ჯონსი შესანიშნავია მართლა :)) და ბაი მაგრა დაუწყვილდებაა, როხოს რაც შეეხებაა სიტყვები არ მყოფნის რაა მაგრად არ მევასება ლუკაკუმ იმენა ყველგაბნ აჯობა არაფრის თავი არ ააქ როხოს რა
0
№5
ავტორი: MEMPHIS 7
5 დეკემბერი 2016 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ციტატა: stepno
ციტატა: MEMPHIS 7
ციტატა: vanovano
როხოს შეცვლის იმედია, ჯონსი და ბაიი იდეალური წყვილი იქნება

ხოო ჯონსი ძალიან კარგია ბააი და ჯონსი ძალიან კარგი იქნება და დარმიანის ნაცვლად ბლინდი უნდა ათამაშოს რააა

კიი ჯონსი შესანიშნავია მართლა :)) და ბაი მაგრა დაუწყვილდებაა, როხოს რაც შეეხებაა სიტყვები არ მყოფნის რაა მაგრად არ მევასება ლუკაკუმ იმენა ყველგაბნ აჯობა არაფრის თავი არ ააქ როხოს რა

ჯონსმა მაგარი ბურთი გამოაძრო უკან ლუკაკუ ედგა და წინ არმახსოვს რომელი იყოო მე გოლი მეგონა და ჯონსმა გამოაძროო ძალიან კარგია იქნებ მოუმატოს კიდე რააა ვგულშემატკივრობ ამ ბიჭს
0
№6
ავტორი: gela-manutd
5 დეკემბერი 2016 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
კაი იქნება
0
№7
ავტორი: roonet10
5 დეკემბერი 2016 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 94
ამ ტრანსფერმა ძალიან გაამართლა ეს და ჯონსი მართლა კარგი დუეტი იქნება.მაგრამ ზაფხულში გვინდა ერთი კარგი მცველი ჯონსის ვაცვლად
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
5 დეკემბერი 2016 19:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან კარგი მცველია ბაიი, გაამართლა ტრანსფერმა
0
№9
ავტორი: I L C
5 დეკემბერი 2016 20:15
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
რატო აძლევენ ეროვნულ ნაკრებში წასვლის უფლებას ვერ ვხვდები პროსტა ..ხელფასს იღებს და აქ უნდა ითამაშოს რაპონტია რომ მიდიის...იქ გააცდინოს :///
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№10
ავტორი: ikeoni
5 დეკემბერი 2016 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Mshvenieria ❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top