დღეს პრემიერ ლიგის მე-14 ტურის მატჩში "ევერტონმა" "მანჩესტერ იიუნაიტედს" უმასპინძლა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა კვლავ ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა. თავი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩინა, რომელსაც 8 გოლი დაუგროვდა პრემიერ ლიგაში. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება 88-ე წუთზე შეძლეს. შეცვლაზე შემოსულმა მარუან ფელაინიმ ყოფილ გუნდს თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოუპოვა, რომელიც ბეინსმა გოლად აქცია.