ოთხშაბათს გაიმართა, ფა თასის მესამე ტურის გადათამაშება, სადაც "იუნაიტედმა" "ვესთ ჰემს" უმასპინძლა....
ფა თასის მესამე რაუდის გადათამაშებაში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სახლში "ვესთ ჰემს" სზლია მინიმალური ანგარიშით 1 – 0. სტუმრებმა, ერთადერთი ბურთი 9–ე წუთზე გაიტანეს, გოლის ავტორი კი უეინ რუნი გახდა. უეინს შეეძლო დუბლის გაფორმება, მაგრამ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი. ამ გამარჯვებით "წითელი ეშმაკები" მეოთხე წრეში "ფულჰემს" შეხვდებიან.
"მანჩესტერ იუნაიტედი" – "ვესთ ჰემი"
გოლები: უეინ რუნი, 9წთ.
"მანჩესტერ იუნაიტედი": ლინდეგაარდი, რაფაელი, ჯონსი, სმოლინგი, ბიუნტნერი, ანდერსონი(კერიკი, 67), გიგზი, ვალენსია, ნანი(სქოულზი 77), რუნი, ერნანდესი.
"ვესთ ჰემი" იასკელეიმანი, სპენსი, ტომკინსი, რედი, პოტსი, ო'ნილი, დიარა, დიამე(კოლისონი 65), ტეილორი, ვაზ ტე(ლი 78), კარლტონ კოული(ნოლანი 65)
გაფრთხილებები: სქოულზი – ნოლანი, სპენსი.
რეფერი: ფილ დაუდი. "ოლდ ტრაფორდი"
"მანჩესტერ იუანიტედისთვის" ეს დაპირისპირება ცოტა არ იყოს, დაუგეგმავი გამოდგა. სერ ალექსმა იმ თერთმეტი ფეხბურთელიდან, რომელებმაც "ლივერპული" დაამარცხეს, მხოლოდ რაფაელი დატოვა, ხოლო დანარჩენ მოთამაშეებს, ვისაც პრაქტიკა სჭირდებოდათ, მათ მისცა შანსი. "წითლების" სკამი კი შესაშურად გამოიყურებოდა, "ვესთ ჰემთან" განსხვავებით.
მატჩის დასაწყისი ულამაზო გამოდგა, მაგრამ 9–ე წუთზე, ანდერსონმა შესანიშნავი პასი გააკეთა და ჩიჩარიტო იასკელეიმანთან ერთი–ერთზე გაიყვანა. ჩიჩარიტოს აუღელვებლად შეეძლიო გოლის გატანა, მაგრამ პასის გაკეთება არჩია იმ ფეხბურთელზე, რომელსაც ძალიან სჭირდებოდა გოლის გატანა და მან უეინ რუნის გადააწოდა ბურთი, მას კი აღარ გასჭირვებია ცარიელ კარებში გოლის გატანა.
სწრაფად გახსნილი ანგარიშის შემდეგ, "იუნიატედი" ნელა უტევდა "ჩაქუჩებს". მეტნაკლებად საინტერესო მომენტი "ეშმაკუნებს" 28 წუთზე გაუჩნდათ, როდესაც მათ კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, პანიკა შეაქმევინეს მოწინააღმდეგეს. ვალენსიამ ნანი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ დანიელ პოტსის, გმირობამ "ვესთ ჰემის" კარი გადაარჩნა.
ხავიერ ერნანდესი ძალიან ეხმარებოდა, "წითლებს" სწრაფი კონტრ–შეტევების განხორციელებაში. მაგრამ მექსიკელი ძალიან ერთობოდა სხვების დახმარებით, რამოდენიმე მომენტში კი მას რაფაელიც დაეხმარა გოლის გატანაში, მაგრამ ვერ შეძლო კარის აღება. ნელ ნელა დროც გადიოდა, ლონდონელები კი ცდილობდნენ "იუნაიტედი" კონტრ–შეტევაზე დაეჭირათ და ერთი გოლი მაინც გაეტანათ. ბურთი რა ჩერდებოდა, და საბოლოოდ 61 წუთზე ძალიან სახიფათო მომენტი შეიქმნა. ტეილორმა ისერგებლა ჯონსის შეცდომით და თითქმის მოახერხა კარტონ კოულის მეკარესთან გაყვანა, მაგრამ რაფაელის ცივსისხლიანმა თამაშმა "წითლების" კარი გადაარჩინა.

სერ ალექსის შეგირდებს ჰქონდათ რამოდენიმე შანსი იუსი ისკელეიმანის კარის აღებისა მაგრამ ეს ვერ შძლეს. რაიან გიგზი, რომელიც "იუნაიტედის" საკაპიტნე სამკლაურით გამოვიდა მინდორზე, ყველასგან გამოირჩეოდა. მეტოქის საჯარიმოში, ერთ–ერთი შესვლის დროს მან ბურთი "ჩაქუჩების" მოთამაშეს ჯორჯ სპენსს მოარტყა, რის შედეგადაც ფილ დაუდმა პენალტი დანიშნა. უეინ რუნი მივიდა თერთმეტ მეტრიანის ნიშნულთან და ძლიერად დაარტყა ტრიბუნების მიმართულებით. "იუნაიტედის" თამაშებში წინა თამაშებთან შედარებით ცოტა გოლი გავიდა.
თუმცა ამ დაბნეულობამ არ იმოქმედა საბოლოო შედეგზე და "იუნაიტედი" შემდეგ ეტაპზე გადავიდა, სადაც ისინი "ფულჰემს" შეხვდებიან.
წყარო:
http://redevils.ru