თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2016, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1493,
კომენტარები: 8
მოურინიო: "აქ მომავლის ასაშენებლად მოვედი"
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" ჭეშმარიტი დნმ-ის დაბრუნებას აპირებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "წითელი ეშმაკების" დნმ-ის დაბრუნების პროცესშია.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდის შედეგები უკეთესის სურვილს ტოვებს, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მოურინიოს ხელმძღვანელობით "იუნაიტედი" გაცილებით საინტერესოდ და სანახაობრივად თამაშობს, ვიდრე ლუი ვან გაალის თაოსნობისას.

ჟოზეს თქმით, "იუნაიტედის" საფირმო სათამაშო სტილის დაბრუნება მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რასთან ერთად გუნდს წარმატებები დაუბრუნდება.

"მე მხოლოდ ის მაღელვებს, თუ როგორ ვთამაშობთ. უნდა გვჯეროდეს იმისა, როგორც ვთამაშობთ და ამასთან ერთად შედეგების გაუმჯობესება ვცადოთ, მერე კი ვნახავთ, რას მოგვცემს ეს.

აქ მომავლის ასაშნებელად ვარ - მომავალი, რომელშიც გარკვეული დნმ, გარკვეული სტილი გვექნება. ჩემი სამუშაოს ერთ-ერთი ასპექტი ესაა, მაგრამ სხვებიც მაქვს. დანარჩენი მათგანი საფეხბურთო შედეგებს, მიზნებსა და დავალებებს ეხება.

ასე რომ, მხოლოდ ერთი რამ ბედნიერს ვერ გამხდის. საკუთარი თავისგან ბევრს მოვითხოვ, იმ ხალხისგანაც ბევრს მოვითხოვ, ვისთანაც ვმუშაობ, მოთამაშეებისგანაც და მომწონს, რომ კლუბიც ბევრს მოითხოვს ჩემგან. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ამ ერთი ასპექტით ბედნიერი ვიქნები. უფრო მეტი მინდა.

სხვა გუნდების შედეგები არ მაღელვებს. ამჟამად ისეთ მდგომარეობაში ვართ, როცა "მანჩესტერ სიტის" და "ჩელსის" შედეგებზე ვერ ვიფიქრებთ. ჩემთვის სულერთია.

სახლში რვა ქულა დავკარგეთ, თუმცა ეს არ დაგვიმსახურებია. ამ რვა ქულით მესამე ადგილზე ვიქნებოდით, ლიდერებს უკან, ამიტომ ჩვენი პოზიცია არაფრის მთქმელია.

მოწინააღმდეგის ხაზებს შორის ვთამაშობთ, სულ წინ მივიწევთ, ჩვენი მცველები ძალიან მაღლიდან თამაშობენ. ცენტრალური მცველები ერთ ფეხბურთელს არ იცავენ, ზონალურად მოქმედებენ.

ფეხბურთში ბევრნაირი სტილი არსებობს. ჩვენ ჩვენს სტილს ვიცავთ. ყველა ამ ნიუანსს თუ გამოვასწორებთ და უფრო მეტ პრაგმატიზმს გამოვიჩენთ მეტოქის კართან და ჩვენს საჯარიმოში, ძალიან, ძალიან კარგები ვიქნებით.

ტაქტიკური თვალსაზრისით ამდენი ურთიერთწინაღობა არასდროს მქონია. ამჯერად სხვა მიმართულებით ვმოქმედებ, რაც რთული, მაგრამ სახალისოა. ძალიან მსიამოვნებს ამის კეთება და მზად ვარ",
- განაცხადა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
4 დეკემბერი 2016 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi joze sheni imedi gvaq
0
№2
ავტორი: Lady in red
4 დეკემბერი 2016 13:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
თავიდან შედეგის დადებას და შემდეგ ჰაერიდან დაშვებას, მირჩევნია ნელ-ნელა ვიაროთ წინ. გამოასწორა გუნდმა თამაში. მართალია, შედეგი მცირეა ცხრილში, მაგრამ მოვა ეგ ყველაფერიც. ყველაფერს თავისი დროა აქვს. გუნდი ძირეულად უნდა გარდაიქმნას, მხოლოდ გარეგნულმა ცვლილებებმა ჩვენ წინა სეზონში არაფერი მოგვცა. ფერგის მანჩესტერმა ეპოქა დაასრულა და ეს უნდა გვესმოდეს. ახლა კი იწყება ახალი ეპოქა, რომლის მომსწრეც გავხდებით. არ მიყვარს მოურინიო, მაგრამ აქ მთავარი გუნდია და არა ეს კაცი. გვანახოს, რა შეუძლია. შექმნას ახალი მანჩესტერი და გაგვახაროს ყველა.
1
№3
ავტორი: shotkin
4 დეკემბერი 2016 13:50
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ჩემს სიმშვიდეს რაც განაპირეობებს არის ამკაცის პროფესიონალიზმი და დაუოკებელი წყურვილი გამარჯვების, ეს არაა ვანგაალი უაზრო ფრაზებს რო ისროდეს და უსახური ფეხბურთის მერე სტატისტიკებით და ბურთის 2-3 % ით მეტობით როამაყობდეს ესაა ახალგაზრდა ამბიციური კაცი რომელსაც ესეთი გუნდი ინგლისში არყოლია და თავის ერას თავის ისტორიას შექმნის და ამაში ეჭვი არმეპარება . ჩვენ გვეყოლება ძლიერი გუნდი მაგრამ როცა ვამბობ ზლიერს ნუ გაგახსენდებათ ფერგიუსონი ის ისიყო ეს კაცი მოურინიოა ისეთ მანჩესტერს ვერასდროს ვეღარ ვნახავთ იმიტორო ფერგი აღარაა ამრა ესიმასარნიშნავს რო გუნდი ისეთ სიმაღლეს ვერმიაღწევს არა, შეილება მიაღწიოს და უფრო გასცდეს იმ ნიშნულსაც მარა სხვანაირი გუნდი იქნება შემტევიც დაცვითიც ტაქტიკურად ძლიერი მოუ ძაან კლასია და სწორი ფეხბურთელები მოყავს და ესე თუ გააგრძელა და ყველამ ხელი შეუწყო მსოფლიოს ნომერ 1 გუნდი იქნება ეს მანჩესტერი 3-4 წელში
0
№4
ავტორი: GeorgeBest
4 დეკემბერი 2016 13:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფაქტია ფერგის წასვლის შემდეგ ფეხბურთი არ გვითამაშია. ვან გაალის დროს იყო "შედეგი" ზოგჯერ მაგრამ სვარკა, ერთი ორს თუ დავასახელებ სადაც კარგად ვითამაშეთ. ეხლა ნელნელა ყველაფერი იცვლება და ამას ყველა ხედავს მგონი და ზუსტად ეს გვიჩენს იმედს. შედეგი ჯერ არ არის თუმცა თამაშის მხრივ ბევრი რამაა გამოსწორებული
0
№5
ავტორი: VAXUSHTI
4 დეკემბერი 2016 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
momcons maurinios gancxadebebis kitxva. Pilosopiaze ro ar bazrobs marto eg rad girs.
0
№6
ავტორი: I L C
4 დეკემბერი 2016 14:39
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მომავალი 3 წელი მწვრთნელის შეცვალზე საუბარი ალბათ სისულელე იქნება.. ეს იმდონის მწვრთნელია რომ აუცილებლად ააწყობს გუნდს და ექნება კიდეც მაღალი ამბიციები. ეს ყველაფერი დროებითია აუცილებლად გამოსწორდება მოიესის და ვან გაალის გაფუჭებული საქმეები.. 2004 წელს უარესი შედეგი იყო 14 ტურის შემდეგ მაგრამ შემდეგ რა წარმატებებიც მოყვა მაგ ყველაფერს ყველამ ვიცით შემდეგ წლებში

მითუმეტეს შარშანდელისგან განსხვავებით თამაშის ყურებისას წიგნის კითხვაში არ ვარ გართული და არ მეძინება manunited გუნდი ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: SANDROGRIGA
4 დეკემბერი 2016 18:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გამოჩნდება ევერტონთან რა როგორ არი
0
№8
ავტორი: irakli87
4 დეკემბერი 2016 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ააშენებ კი არაა გაგაჯმებინებენ მალე ფელაინთან ერთად შე ****ო მართლააა. რა გაატრაკე ათამაშე ვინც საჩიროა რომც ცავაგოთ მაინც ათამაშე და მოვლენ ხოდზე. გაატრაკე მართლა ამ ნაგავი ფეხბურთელების შემოყვანით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top